იაპონელები, კორეელები და ევროპელები – ვის ხარჯზე იზრდება ქართული გასტროტურიზმი

დღის სიახლეები ეკონომიკა

„ გასტროტურიზმის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე მზარდია“ – ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ „გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის” დამფუძნებელი ქეთი კვიჭიძე საქართველოს გასტროტურიზმის პოტენციალს.

„გასტროტურიზმის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე მზარდია. თავადაც გასტრო კვირეულის ორგანიზატორი ვარ და 3-მიშლენიანი საოცარი ვარსკვლავები გვყავდა ჩამოყვანილი. ინტერესი რომ არ ყოფილიყო, არც ჩამოვიდოდნენ. მეტიც, ჟურნალისტებისა და შეფების ჩამოყვანა ძალიან გაგვიადვილდა, იმდენად აინტერესებთ საქართველო და ქართული კულინარია“, – განაცხადა ქეთი კვიჭიძემ.

კითხვაზე, რომელი რეგიონების მიმართ არის განსაკუთრებული ყურადღება, ქეთი კვიჭიძემ გვიპასუხა, რომ ინტერესი იმ მიმართულებისკენ სჭარბობს, რომელიც ტურისტულად აქტიურია.

„ინტერესი ყველა რეგიონის მიმართ დიდია, განსაკუთრებით კი იმ რეგიონების მიმართ, ვინც ტურისტულად აქტიურია. ღვინო და გასტრონომია ერთად კარგად ჯდება სინთეზში“, – განაცხადა მან.

ქეთი კვიჭიძის თქმით, ქართული გასტრონომიით განსაკუთრებით ევროპელი ტურისტები ინტერესდებიან.

„ყველაზე მეტად ევროპელი ტურისტები ინტერესდებიან ქართული გასტრონომიით. რაც შეეხება აზიას, მათგან უმეტესწილად იაპონელი და კორეელი ტურისტებისგან მოდის ინტერესი“, – განაცხადა მან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *