ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა

დღის სიახლეები სამართალი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში მეზობელმა მეზობელი მოკლა. არსებული ინფორმაციით, 55 წლამდე კაცს 70 წლამდე კაცმა სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მკვლელობის მოტივი და დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შსს-ში განაცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *