ჩემპიონთა ბეჭდები და რეკორდული საპრიზო ფონდი – რა ჯილდოებს მიიღებს მსოფლიო ჩემპიონი

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ნაკრების ფეხბურთელები ისტორიაში პირველად, სპეციალურ ჩემპიონთა ბეჭდებს (Winner Rings) მიიღებენ. ბეჭდები გადაეცემა კვირას, არგენტინასა და ესპანეთს შორის გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გამარჯვებულ გუნდს. შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწრება, რომელიც ჩემპიონებს მსოფლიო თასს გადასცემს. FIFA-ს ინფორმაციით, ბეჭდები შეზღუდული რაოდენობით იწარმოება – სულ 2 026 ცალი, საიდანაც 30 გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა, ხოლო […]

Continue Reading

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი შესაძლოა, გადაიდოს – მედია

კანადაში გაჩენილი ხანძრების გამო შესაძლოა ესპანეთსა და არგენტინას შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გადაიდოს. ამის შესახებ Olu.us იუწყება. კვამლი კანადის რამდენიმე ქალაქში გავრცელდა და აშშ-ს ჩრდილოეთ ნაწილს მიაღწია. ჩიკაგოში ღია ცის ქვეშ გამართული ღონისძიებები და MLS-ის მატჩი „ჩიკაგო ფაიერსა“ ​​და „ვანკუვერ უაითკეპსს“ შორის გაუქმდა. ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციას (FIFA) აქვს შემუშავებული პროტოკოლები ჰაერის დაბინძურების დონის შესაფასებლად […]

Continue Reading

„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის სავიზო რეგულაციებს ცვლის, რაც გარკვეულ დაბრკოლებებს შექმნის

აშშ უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის სავიზო რეგულაციებს ცვლის. შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ახალი დადგენილებით, ფიქსირებული ვადები დაწესდება F ტიპის ვიზებისთვის, რომლებითაც უცხოელი სტუდენტები სარგებლობენ, J ტიპის ვიზებისთვის, რომლებიც კულტურული გაცვლის პროგრამების მონაწილეებს აშშ-ში მუშაობის შესაძლებლობას აძლევს და I ტიპის ვიზებისთვის, რომლებიც მედიის წარმომადგენლებზე გაიცემა. ახალი რეგულაცია ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებიდან 60 დღის შემდეგ შევა ძალაში და კონგრესში […]

Continue Reading

ილონ მასკმა მარინ ლე პენს საფრანგეთის “უკანასკნელი იმედი” უწოდა

სოციალურ ქსელ X-ის მფლობელმა და მულტიმილიარდერმა ილონ მასკმა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს, მარინ ლე პენს საპრეზიდენტო არჩევნების წინ მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც ირკვევა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა საკუთარ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში ლე პენის მაღალი რეიტინგი დადებითად შეაფასა და მას ქვეყნის „უკანასკნელი იმედი“ უწოდა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მასკს საფრანგეთის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია აქამდე მკაფიოდ არასდროს გამოუხატავს. ამერიკელი ბიზნესმენი […]

Continue Reading

მილიონობით გულშემატკივარი მოითხოვს არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატიდან გარიცხვას

მილიონობით გულშემატკივარი მოითხოვს არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატიდან გარიცხვას. პეტიციის ავტორებმა უკვე შეაგროვეს 3 მილიონი ხელმოწერა. ისინი აცხადებენ, რომ “ფიფა” არგენტინას ფინალურ ტურნირამდე „ათრევს“ მსაჯების გადაწყვეტილებებით და პლეი-ოფის მარტივი წილისყრით — მათი მეტოქეები იყვნენ კაბო-ვერდე, ეგვიპტე და შვეიცარია. „რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ჩვენ დანარჩენებმა, თუ გამარჯვებული უკვე გადაწყვეტილია?“ – ნათქვამია პეტიციაში. კამპანიის ორგანიზატორები ხაზს უსვამენ არგენტინა-ალჟირის მატჩის […]

Continue Reading

ძლიერ სიცხეს ევროპაში, სულ მცირე, 10 ათასი ადამიანი ემსხვერპლა

მხოლოდ ივნისის ბოლო კვირაში, ევროპაში ძლიერი სიცხის გამო 10 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ევროპული სიკვდილიანობის მონიტორინგის ქსელის, EuroMOMO-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სტატისტიკის თანახმად, რისკის ქვეშ ყველაზე მეტად ხანდაზმული ადამიანები იმყოფებიან – გარდაცვლილთაგან 9 ათასზე მეტი 65 წელს გადაცილებული იყო. სპეციალისტების შეფასებით, ჭარბი სიკვდილიანობის ასეთი მაღალი დონის ახსნა ექსტრემალური სიცხის გარდა სხვა რამით „უკიდურესად რთულია“. […]

Continue Reading

“თუ აზერბაიჯანი მთლიანად დატოვებს ევროპის საბჭოს, ჩვენი ქვეყანა ამას ვერც კი შეამჩნევს” – ალიევი

თუ აზერბაიჯანი მთლიანად დატოვებს ევროპის საბჭოს, ჩვენი ქვეყანა ამას ვერც კი შეამჩნევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დიდად არაფერი შეიცვლება. დიახ, შესაძლოა, საბჭოს წევრად დარჩენა უკეთესი იყოს, არ ვიცი. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ეს შუშას მე-4 გლობალური მედიაფორუმის გახსნაზე განაცხადა. „ჩვენ არ გვინდა კონფრონტაციაში შესვლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა […]

Continue Reading

საფრანგეთმა ხანძრებთან საბრძოლველად სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავების გამოყენება დაიწყო

საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთით ტყის ხანძრებთან საბრძოლველად ექსპერიმენტულად განათავსა A400M სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნესმა BFMTV-ზე განაცხადა. მისი თქმით, თვითმფრინავი აღიჭურვა წყლის ჩამოსაღვრელი კომპლექტით, რომელსაც შეუძლია 20 000 ლიტრი წყლის ჩამოღვრა ხანძრის კერაში, რაც სამი Canadair-ის ტიპის სახანძრო თვითმფრინავის მოცულობას უტოლდება. ნუნესმა განაცხადა, რომ ექსპერიმენტი პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს თანხმობით ჩატარდა […]

Continue Reading

მძევლად აყვანილი მაღაზიის მოლარე ამ დროისთვის თავისუფალია

ბერლინის პოლიციამ გაანეიტრალა მამაკაცი, რომელმაც სუპერმარკეტის მოლარე მძევლად აიყვანა, იტყობინება სააგენტო DPA, პოლიციაზე დაყრდნობით. კაცმა ქალი მძევლად 10 ივლისის საღამოს აიყვანა. სუპერმარკეტი მდებარეობს ჰილდბურგჰაუზერ შტრასეზე, მარიენფელდეს რაიონში. მძევალი ამ დროისთვის უკვე თავისუფალი. არსებული ინფორმაციით, ქალი შოკურ მდგომარეობაშია და სამედიცინო დახმარებას იღებს. პოლიციის თანამშრომელმა სააგენტოს განუცხადა, რომ თავდამსხმელმა სამართალდამცავებთან მოლაპარაკებების დროს სხვადასხვა მოთხოვნა წამოაყენა. თუმცა, პოლიციას […]

Continue Reading

თურქეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის კიევში საგარეო საქმეთა მინისტრს აგზავნის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა TRT Haber-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტ ერდოღანის თხოვნით მალე კიევს ეწვევა, რათა რუსეთ-უკრაინის ომის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს ახალი იმპულსი მისცეს. მან განაცხადა, რომ ვიზიტი მოსკოვში ბოლო დროს გამართული კონტაქტების შემდეგ გაიმართება და მისი მიზანი მოლაპარაკების პროცესის განახლებაა. ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა ყველა მხარესთან დიალოგის შენარჩუნებას აგრძელებს და მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის […]

Continue Reading