ყველაზე დიდი ახალი რუსული საკრუიზო ლაინერი საქართველოს პორტებშიც შემოვა

რუსეთში შავი ზღვის საერთაშორისო კრუიზებისთვის გიგანტური ლაინერის პროექტი შემუშავდა. ლაინერი რუსეთს, საქართველოს, თურქეთს, ბულგარეთსა და რუმინეთს შორის საკრუიზო ხაზებით მგზავრების გადასაყვანად არის განკუთვნილი. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ საკონსტრუქტორო ბიურო “ვიმპელის“ პრეზენტაციაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც პროექტის შემქმნელია. ლაინერი რუსეთის გემთმშენებლობის ისტორიაში ყველაზე დიდი იქნება. ამასთან, მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით, გემი ხმელთაშუა ზღვის პორტებში, მაგალითად, საბერძნეთში გაჩერებასაც შეძლებს. ბორტზე […]

Continue Reading

სოფელი მარტოხელა ქალებისთვის – სად მდებარეობს და რა ღირს იქ ცხოვრება

ამერიკელმა პენსიონერმა სოფელი „ჩიტის ბუდე“ ააშენა და საცხოვრებლებს მხოლოდ მარტოხელა ქალებზე აქირავებს. „პატარა საოჯახო თემმა მედიის ყურადღება მიიპყრო ქალებისთვის ხელმისაწვდომი და უსაფრთხო საცხოვრებლის შეთავაზებით წყნარ ადგილას. თვეში მხოლოდ 450 დოლარად, დამფუძნებელი რობინ იერიანი მცხოვრებლებს არა მხოლოდ ფინანსურ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას სთავაზობს, არამედ მჭიდრო საზოგადოებასაც“, – ნათქვამია ინფორმაციაში. აღნიშნულია, რომ მან საპენსიო ანგარიშიდან 35,000 დოლარი გამოიყენა […]

Continue Reading

ესპანეთში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა [ვიდეო]

ესპანეთში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები გრანადასთან ახლოს ღამით დაფიქსირდა (ეპიცენტრი ალენდინის რეგიონში იყო, ეპიცენტრი კი მხოლოდ 2 კილომეტრის სიღრმეზე). სასწრაფო დახმარების სამსახურებმა დაახლოებით 200 ზარი მიიღეს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა მიწისძვრამ ზარალი გამოიწვია: მაცხოვრებლებმა კედლებში ბზარები, კარნიზების ჩამონგრევა და შენობების დაზიანება განაცხადეს. ანდალუსიის ხელისუფლებამ სეისმური მოქმედების გეგმის საგანგებო ფაზა გააქტიურა. ვიდეო

Continue Reading

იაპონიამ პუტინის იტურუპში ვიზიტი გააპროტესტა. ეს მისი პირველი ვიზიტია კურილის კუნძულებზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იტურუპის კუნძული მოინახულა, რომელზეც პრეტენზიას იაპონია აცხადებს და რომელიც კურილის კუნძულების ბოლოში, ჰოკაიდოს მახლობლად მდებარეობს. წერს BBC. მოსკოვმა და ტოკიომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერეს, მთავარი დაბრკოლება კუნძულებთან დაკავშირებული გადაუჭრელი ტერიტორიული დავა იყო, რომლებსაც იაპონია ჩრდილოეთ ტერიტორიებს უწოდებს. პუტინმა იტურუპზე თევზის გადამამუშავებელი ქარხანა მოინახულა. იქ მას ხიზილალით […]

Continue Reading

აშშ-ში ტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს 10 თვიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიესაჯა

აშშ-ს კოლუმბიის ოლქის სასამართლომ ტანკერ Marinera-ს (ყოფილი Bella-1) 47 წლის ქართველ კაპიტანს, ავთანდილ კალანდაძეს, 10-თვიანი პატიმრობა და სასჯელის მოხდის შემდეგ ქვეყნიდან დეპორტაცია მიუსაჯა. როგორც ოლქის პროკურატურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, 12 ივნისს კალანდაძემ ბრალი აღიარა აშშ-ის სანაპირო დაცვის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, სასამართლომ უფრო მსუბუქი განაჩენი გამოიტანა. […]

Continue Reading

ტრამპის ადმინისტრაციამ 175 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 175 000-ზე მეტი ვიზა გაუუქმდათ. უწყების თქმით, ეს ადამიანები დანაშაულის ჩადენაში და ამერიკელების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნაში იყვნენ ბრალდებული. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვიზების უმეტესობა სხვადასხვა სახის სისხლის სამართლის ბრალდების გამო გაუქმდა, მათ შორის ნარკოდანაშაულის, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის, თავდასხმის, სექსუალური ძალადობის, ბავშვზე ძალადობისა […]

Continue Reading

WP: ტრამპმა თურქეთი საიდუმლოდ დატოვა ირანის მხრიდან მკვლელობის საფრთხის გამო. სატყუარად კიდევ ერთი საპრეზიდენტო თვითმფრინავი გამოიყენეს

The Washington Post-ის ცნობით, 8 ივლისს ტრამპმა თურქეთი საიდუმლოდ დატოვა C-32A სამხედრო თვითმფრინავით (მოდიფიცირებული Boeing 757), ხოლო თეთრი სახლი აცხადებდა, რომ ის Air Force One-ში (საპრეზიდენტო თვითმფრინავი) იმყოფებოდა. ტელევიზიის კამერების წინ ტრამპი Air Force One-ში ავიდა, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ ის და მისი რამდენიმე თანაშემწე თვითმფრინავის მოპირდაპირე მხრიდან კვების ლიფტით გაიყვანეს და C-32A-ში გადაიყვანეს. Air […]

Continue Reading

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის, კობა ფარტენაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარასთან დაკავშირებით, ორი პირია დაკავებული

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის, კობა ფარტენაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, […]

Continue Reading

აფეთქება ბულგარეთში, EMCO-ს საბრძოლო მასალის საწყობში, რომელიც უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით 2014 წლის შემდეგ ამარაგებდა

ბულგარეთში, ტრიავნას ქალაქთან ახლოს, EMCO-ს საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქებები მოხდა. აფეთქებებამდე შენობაში ხანძარი გაჩნდა. ტრიავნას მერმა დენჩო მინევმა ბულგარეთის სატელეგრაფო სააგენტოს განუცხადა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა. კვამლის გამო, ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, დახურონ ფანჯრები, ატარონ დამცავი ნიღბები და დარჩნენ სახლში. ახლომდებარე სოფლების მაცხოვრებლები ევაკუირებულნი არიან. ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ივან დემერჯიევმა განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი […]

Continue Reading

კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქალაქ პერეირაში მიწისძვრას 18 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქის მერის, მაურისიო სალასარის ცნობით, დანგრეული შენობების ნანგრევებში ადამიანები არიან ჩარჩენილი. მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა ქალაქ მანისალესშიც, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა. მაშველები შენობების ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ. ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ჩოკოს დეპარტამენტში, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 […]

Continue Reading