კულტურის მინისტრი თანამდებობას ტოვებს – რა მიზეზი დაასახელა თინათინ რუხაძემ

თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. შესაბამის განცხადებას რუხაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. “ფეისბუქზე” გავრცელებულ განცხადებაში თინათინ რუხაძე გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს და წუხს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დაუთმოს საქმეს, რომელიც ძალიან უყვარს და მისთვის ძვირფასია. რუხაძე მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის, ასევე, მთავრობის ყველა წევრს და სამინისტროს თანამშრომელს და აღნიშნავს, […]

Continue Reading

“ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, განსაკუთრებით ჩემი მეუღლის მიმართ, არის ძალიან დიდი ბულინგი” – MMA-ს მებრძოლი

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. მან გუშინ, თანამოაზრეებთან ერთად, „სახალხო მოძრაობა“ ჩამოაყალიბა.  მებრძოლმა კამერების წინ თქვა, რომ ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად მზადაა „ციხეშიც წავიდეს“. ორგანიზაციის დამფუძნებლის, გიორგი ქართველიშვილის განცხადებით, მათი მიზანი ეროვნული ღირებულებების დაცვა და მათ შეურაცხყოფაზე რეაგირებაა. ქართველიშვილი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან ახალი მოძრაობის, პირადად მისი და […]

Continue Reading

რუსი ტუროპერატორები და ტურისტული სააგენტოები საქართველოში მოგზაურობებზე მოთხოვნის სისტემურ შემცირებას არ აფიქსირებენ – TASS

რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის ცნობით, რუსი ტუროპერატორები და ტურისტული სააგენტოები საქართველოში მოგზაურობებზე მოთხოვნის სისტემურ შემცირებას არ აფიქსირებენ. ინფორმაციას TASS ავრცელებს. „ამ ეტაპზე რუსების მიერ საქართველოში მოგზაურობაზე მასობრივი უარის ან ბოიკოტის ტენდენციის შესახებ საუბარი ნაადრევია. ტუროპერატორები და ტურისტული სააგენტოები ამ მიმართულებაზე მოთხოვნის სისტემურ შემცირებას არ აფიქსირებენ. შესაძლოა, იყოს გაუქმების ან ახალი ამბებით შეშფოთებული ტურისტების მოთხოვნების ცალკეული შემთხვევები, […]

Continue Reading

“გაჩერდი, თორემ კბილებს ჩაგილეწავ” – როგორ გახდა ქუთაისელი ქალი პატრულისა და მისი მეგობრის თაღლითობის მსხვერპლი

ქუთაისში მცხოვრები ქალი პატრულის მოქმედი თანამშრომლისა და მისი მეგობრის თაღლითობის მსხვერპლი გახდა. დაზარალებული “ინფო იმერეთთან“ საუბრისას ჰყვება, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო მამაკაცი, რომელიც მას ბიზნესმენად გაეცნო. შეხვედრებს კი სისტემატურად ესწრებოდა მისი მეგობარი – პატრულის მოქმედი თანამშრომელი. გაცნობიდან რამდენიმე კვირაში ქალს თანხა მოსთხოვეს. დაზარალებულმა აღნიშნული პირების დასახმარებლად ბანკში ძვირფასი ნივთები ჩადო, 4 000 დოლარი ანგარიშზე დაურიცხა, […]

Continue Reading

“ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, შემდეგ კი ქალმა ფული მოსთხოვა, უარის შემდეგ იკივლა, რომ გამაუპატიურაო” – რას ყვება გურიაში მომხდარზე ადვოკატი

მომხდარგურიის მაღალმთიან კურორტ ბახმაროში, იაპონელი ტურისტი, 30 წლამდე ქალბატონი გააუპატიურეს; პოლიციამ მომხდარზე 30 წლამდე ადგილობრივი მამაკაცი ამ წუთებში დააკავა; ამბავი”გურიის მოამბეს” დაკავებულის ადვოკატმა დაუდასტურა, თუმცა გაუპატიურების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ სქესობრივი კავშირი ნებაყოფლობით, იაპონელი ქალბატონის დაჟინებული თხოვნით მოხდა; “გაიცნეს ერთმანეთი, ისაუბრეს, წაყვა კოტეჯში, ბევრი იცინეს, ქალი კისერზე ეხვეოდა, წაიღო ამან ხელი, იმანაც აკოცა […]

Continue Reading

თურქეთში იშვიათი, ქრისტიანული ამულეტი და 3500 წლის წინანდელი ბეჭედი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ცენტრალურ თურქეთში, კარაჰოიუკის დასახლებაში აღმოაჩინეს იშვიათი ოქროს ქრისტიანული ამულეტი, რომელიც IV-V საუკუნეებით თარიღდება და ქვის ბეჭედი ლუვიურ ენაზე იეროგლიფური წარწერით, დაახლოებით 3500 წლის. თხელი ოქროს ფურცელი, სულ რაღაც 0,1 მმ სისქის, პატარა სპილენძის ჭურჭელში იდო. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მასზე შესაძლოა ბიბლიის ფრაგმენტი ყოფილიყო ამოტვიფრული, თავად ამულეტი კი, სავარაუდოდ, ბავშვს ეკუთვნოდა და დამცავ თილისმად გამოიყენებოდა. […]

Continue Reading

14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით, სკოლის მოსწავლის ბიძა დააკავეს

14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით, სკოლის მოსწავლის ბიძა [დეიდის ქმარი] დააკავეს – შემთხვევა გურიაში გუშინ მოხდა.  როგორც TV პირველს ადგილობრივები უყვებიან, 14 წლის გოგოზე სექსუალურად მოზარდის სახლში სტუმრად მყოფმა კაცმა იძალადა.  ბრალდებული სამართალდამცავებმა გუშინ, მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციას 14 წლის გოგოს დედამ მიმართა.  დაკავებულს ბრალი რამდენიმე საათის წინ წაუყენეს. სასამართლო ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სავარაუდოდ […]

Continue Reading

ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენება, გახსნას პოლიტიკური პროცესი ოპოზიციისთვის, ამაზეა დამოკიდებული, რა პოზიცია იქნება აშშ-ს მხრიდან – “ლელო”

ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენება, გააუქმოს ეს კანონმდებლობა, გახსნას დემოკრატიული პროცესი, პოლიტიკური პროცესი, მათ შორის ოპოზიციისთვის და ამაზეა დამოკიდებული, რა პოზიცია, რა ქმედებები იქნება მომავალში აშშ-ს მხრიდან, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. კუპრაძემ კომენტარი გააკეთა „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, […]

Continue Reading

გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც!

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საქართველოში ძალიან ინტენსიურად იყიდება სინთეზური კანაბინოიდი, რომელიც იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც. როგორც ექიმი სოციალურ ქსელში წერს, ასევე მას ურევენ სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებაში, რაც კიდე უფრო ამძიმებს მდგომარეობას. „გაფრთხილება! საქართველოში გამოჩნდა და ძალიან ინტენსიურად იყიდება „ტელეგრამ“ არხებზე ახალი, ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი („სპაისის“ ტიპის ნივთიერება). ასევე „k2“ […]

Continue Reading

თენგიზ შარმანაშვილი MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე – ასეთ ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ კარგად დაფიქრდნენ, როდესაც რეაგირებაზე ისაუბრებენ და ეს მოაქციონ კანონის ფარგლებში

ასეთ ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ კარგად დაფიქრდნენ, როდესაც რეაგირებაზე ისაუბრებენ და ეს რეაგირება მოაქციონ კანონის ფარგლებში – თუ ამას გაცდებიან, დარწმუნებული იყვნენ, რომ სახელმწიფოს შესაბამისი კანონიერი რეაგირება ექნება! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის“ მიზნით ახალი მოძრაობის დაფუძნებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, თუ […]

Continue Reading