“სადღეგრძელოს დროს ფეხზე ადგომა აიძულა, შემდეგ გაიყვანა და დანა დაარტყა…17 წლის ბრალდებულს “მრავალფეროვანი კრიმინალური” ისტორია აქვს” – პროკურორი

არასრულწლოვანის მკვლელობა ხუდადოვის ქუჩაზე – პროკურორი ქეთი სონიძე ადასტურებს “პირველების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამწვადეში დაპირისპირება სადღეგრძელოს გამო დაიწყო. როგორც სონიძე აცხადებს, დაკავებული 17 წლის დ.პ.-ს ჯერ სიგარეტის გამო მოუვიდა შელაპარაკება სუფრაზე მყოფ მოზარდებთან, მას შემდეგ კი რაც ის ბიჭებმა სუფრასთან მიიწვიეს, უკვე სადღეგრძელოს გამო გაგრძელდა დაპირისპირება. ირკვევა, რომ მოკლული დავით ნარიმანიძე სუფრაზე განცალკევებით იჯდა […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 12 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +12, +17°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +25, +30°; მაღალ მთაში ღამით +7, +12°, დღისით +22, +27°. აღმოსავლეთ საქართველოში – უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +10, +15°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით […]

Continue Reading

12 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 12 სექტემბერს წმინდა ილია მართლის, წმინდა ალექსანდრეს, იოანეს და პავლე კონსტანტინოპოლელ პატრიარქთა; ღირს ქრისტეფორე რომაელის, ღირს ფანტინე სასწაულთმოქმედის ხსეებას და კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის ნაწილთა აღმოყვანებას აღნიშნავს Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. ილია მართალი ილია ჭავჭავაძე იყო, ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე […]

Continue Reading

ჰარალდ V-ის გარდაცვალებიდან ორი კვირის შემდეგ, 94 წლის პრინცესაც გარდაიცვალა

ნორვეგიის პრინცესა ასტრიდ მოდ ინგებორგი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი არ დაზუსტებულა. პრინცესა ძმის, მეფე ჰარალდ V-ის გარდაცვალებიდან ორი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მეფის დაკრძალვის ცერემონიაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც მონაწილეობდა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გიორგი ბარამიძე დააკავა. ამის შესახებ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში – „საქართველოს დაბადება“, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის […]

Continue Reading

გიორგი ბარამიძე დააკავეს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე დააკავეს – პოლიტიკოსის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რის შემდეგადაც ოპოზიციონერს ხელბორკილები დაადეს.  ბარამიძეს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა მიაკითხეს. პირდაპირი ეთერის ვიდეოში ისმის გამომძიებლის ხმა – “თქვენ დაკავებული ხართ”. პროკურატურას ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია – უცნობია რა მოტივით დააკავეს გიორგი ბარამიძე.  ცნობილი გახდა, რომ 19:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის მოადგილის ამირან გულუაშვილის […]

Continue Reading

აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და ბულგარეთი ევროპისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ახალ ენერგეტიკულ დერეფანს ავითარებენ

აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და ბულგარეთი ევროპისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ახალ ენერგეტიკულ დერეფანს ავითარებენ. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა პროექტს „TANAP-ის ელექტრო ვერსია“ უწოდა. პირველ ეტაპზე ისინი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებას გეგმავენ, მათ შორის 700 მეგავატიანი თურქეთ-საქართველოს ინტერკონექტორის. ასევე მუშავდება ნახჭევან-თურქეთის ელექტროკავშირი და აზერბაიჯანისა და საქართველოს ენერგოსისტემებს შორის კავშირის შესწავლა მიმდინარეობს. მომავალში, პროექტი შესაძლოა ყაზახეთსა და უზბეკეთში მწვანე […]

Continue Reading

ლარი გამყარებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 12 სექტემბრიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6095, ევრო – 3.0247, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5239 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2.6101, ევრო – 3.0342, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5336 ლარი ღირდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2026 წლის 12 სექტემბერს […]

Continue Reading

სჯობს, რაც აღიარებული აქვს, იმ ბრალს დაემორჩილოს – გორდულაძე ღარიბაშვილს

ირაკლი ღარიბაშვილი სპეკულაციებს მარტივ ტყუილებზე აგებს და საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. მისივე თქმით, უმჯობესია, ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს დაემორჩილოს. მძიმეა საუბარი მმართველი გუნდის ყოფილ ლიდერზე, რომელიც დანაშაულში მხილებულია, დანაშაული აღიარებული აქვს და ახლა ცდილობს, რომ საკუთარი თავი ახლებურად წარმოაჩინოს და ამისთვის სპეკულაციებს […]

Continue Reading

გურჯაანში ერთადერთი ომის ვეტერანი ქალი 104 წლის ასაკში გარდაიცვალა

გურჯაანში მცხოვრები ერთადერთი ომის ვეტერანი ქალი, მარიამ ბეჟაშვილი, 104 წლის ასაკში გარდაიცვალა. უხუცესი ვეტერანი სოფელ ჭანდარში ცხოვრობდა. პროფესიით ექთანი, მეორე მსოფლიო ომის დროს, 17 წლის ასაკში, ფრონტის წინა ხაზზე წავიდა და დაჭრილი და დაშავებული ადამიანების გადასარჩენად მუშაობდა. მარიამ ბეჟაშვილი რამდენიმე თაობას მოესწრო და სიცოცხლის ბოლომდე მეორე მსოფლიო ომის მოგონებებს ინახავდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „გურჯაანი“ ავრცელებს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading