მგონია, რომ რუსეთი მაინც მოუმზადებელი იყო. არ ჰქონდათ მზად გეგმა ბოლომდე დამუშავებული საქართველოს დაპყრობის… პრინციპში ჩვენ კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები – დავით საყვარელიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დავით საყვარელიძე იაგო ხვიჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ საქართველო სახელმწიფოებრიობის დაკარგვიდან ნახევარ ნაბიჯში იდგა. მისი თქმით, ომის დაწყებამ საზოგადოების განწყობა მკვეთრად შეცვალა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი უეცრად უმძიმეს რეალობად იქცა. ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ კრიტიკული სიტუაციის მიუხედავად, რუსეთის არმიაც გარკვეულწილად ქაოტურად მოქმედებდა. საყვარელიძის […]

Continue Reading

კაცი ბავშვებს მოწყალების თხოვნას აიძულებს და სცემს – რა კადრები ვრცელდება სოცქსელში

პოლიციამ მოკვლევა დაიწყო კადრებზე, რომლებმაც სოციალური ქსელი ააფეთქა. არაერთი მოქალაქე ამტკიცებს, რომ თბილისის ცენტრში კაცი ბავშვებს მოწყალების თხოვნას აიძულებს, ხოლო თუ ისინი მეტროს კიბეებიდან დგებიან, მათ ფიზიკურად უსწორდება. სოციალურ ქსელში ფოტო და ვიდეომასალა ვრცელდება, მომხმარებლები კი წერენ, რომ ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის თვითმხილველები თავადაც გახდნენ. შემთხვევა, გავრცელებული ინფორმაციით, ხალხმრავალ ადგილზე, დელისის მეტროსთან ხდება, სადაც სათვალთვალო კამერებიც […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 23 აგვისტოს

თბილისი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით +23°. სოხუმი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის ბოლოს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +22°. გაგრა — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის ბოლოს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +22°. ოჩამჩირე — დროგამოშვებით ღრუბლიანობის […]

Continue Reading

23 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 აგვისტოს მოწამეთა: ლავრენტი მთავარდიაკონის, სიქსტე პაპის, ფელიკისიმე და აგაპიტე დიაკონთა, რომანოზ მხედრის – რომაელთა ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამენი: მთავარდიაკონი ლავრენტი, სიქსტე პაპი, ფელიკისიმე და აღაპიტე დიაკონნი, რომანოზ მხედარი – რომაელნი წმიდა მოწამენი: მთავარდიაკონი ლავრენტი, სიქსტე პაპი, ფელიკისიმე და აღაპიტე დიაკონნი და რომანოზ მხედარი ეწამნენ 258 წელს, იმპერატორ ვალერიანეს (253-259) ზეობისას. […]

Continue Reading

საქართველოს მოსახლეობა ფინანსური თაღლითობის კიდევ ერთ სქემის შესახებ გააფრთხილეს

საქართველოში გააქტიურდა ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა, აფრთხილებს მოსახლეობას არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“. ორგანიზაციის ინფორმაციით, თაღლითობის ახალი სქემა უშუალოდ იმ პირებზეა გათვლილი, ვინც სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე ნივთებს ყიდის. თაღლითური სქემა მუშაობს შემდეგნაირად: თაღლითები პირს უკავშირდებიან, როგორც დაინტერესებული მყიდველები.უგზავნიან მას ცნობილი და სანდო გადახდის პლატფორმის ყალბ ბმულს, სადაც კომპანიის დასახელებაში, შესაძლოა, მხოლოდ ერთი ასო იყოს შეცვლილი. […]

Continue Reading

უკრაინამ უარი თქვა რუსეთის აეროპორტების ათასობით დრონით პარალიზების გეგმაზე – The Telegraph

The Telegraph-ის ცნობით, უკრაინამ უარი თქვა რუსეთის აეროპორტების ათასობით დრონით პარალიზების გეგმაზე, სამგზავრო თვითმფრინავებზე დარტყმის რისკისა და ევროპული მხარდაჭერის არარსებობის გამო. გამოცემის ცნობით, გეგმა ითვალისწინებდა ღამით 1000-მდე დრონის გაგზავნას მოსკოვის აეროპორტების მიმართულებით საჰაერო მოძრაობის შესაფერხებლად. სავარაუდოდ, ზელენსკი შიშობდა, რომ ერთ-ერთ დრონს შეეძლო სამოქალაქო თვითმფრინავზე დარტყმა, ევროპელი პარტნიორები კი არ უჭერდნენ მხარს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს. ოპერაცია, […]

Continue Reading

ბათუმში 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილს ეძებენ

ბათუმში 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა ბოლოს ბათუმში იმყოფებოდა. ამის შესახებ “აჭარა თაიმსი” წერს. ახლობლების თქმით, ლევან ფირცხალაიშვილთან დაკავშირებას რამდენიმე დღეა ვერ ახერხებენ. ოჯახი მოქალაქეებს სთხოვს, თუ ვინმეს ლევანის შესახებ რაიმე ინფორმაცია აქვთ, დაუკავშირდნენ ნომერზე: 555 32 35 29. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

Wizz Air-მა შესაძლოა, მგზავრები მარტივი სამგზავრო აქსესუარისთვის დააჯარიმოს

Wizz Air-ის მგზავრები ფრთხილად უნდა იყვნენ. avianews.com- ის ცნობით, მგზავრებს შესაძლოა, 55-დან 65 ევრომდე ჯარიმა დაეკისროთ ბორტზე ბალიშის გამოყენებისთვის. ავიაკომპანიის ლოგიკა ასეთია: მიუხედავად იმისა, რომ ბალიში მგზავრს კისერზე აქვს შემოხვეული, კომპანიის წესები მას ხელბარგის სრულფასოვან, ცალკე ნივთად კლასიფიცირებს. „კისრის ბალიში არ ითვლება ცალკე უფასო ნივთად. თუ ის არ ჯდება თქვენი ხელბარგის დასაშვებ ნორმაში, ის ჩაითვლება […]

Continue Reading

ღარიბაშვილის ოჯახის წევრი სამსახურიდან გაათავისუფლეს – ექს-პრემიერის ადვოკატი

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გაათავისუფლეს სამსახურიდან – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ექს-პრემიერის ადვოკატი, ლილი გელაშვილი ავრცელებს. საუბარია ღარიბაშვილის ცოლის დის, ნათია თამაზაშვილის მეუღლე ლევან სანამაშვილზე. ლილი გელაშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სავარაუდოდ იმას უკავშირდება, რომ ნათია ტამაზაშვილი ექს-პრემიერის უფლებებს იცავს. “ვინ იქნება შემდეგი?”- წერს ადვოკატი გავრცელებლ პოსტში. “გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი, ნათია […]

Continue Reading

ხელოვნური კუნძული 10 თვეში – რას აპირებენ ჩინელები

ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო ბაზის შესაქმნელად უზარმაზარი ხელოვნური კუნძული 10 თვეში ააშენა. პეკინმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ანტილოპას რიფის მშენებლობის პირველი ფაზა დაასრულა. ერთი წლის განმავლობაში ჩინელებმა ზღვის ფსკერიდან მილიონ ტონაზე მეტი ქვიშა ამოიღეს, რამაც დაახლოებით 6 კილომეტრის სიგრძის მიწის მასივი შექმნა. ჩრდილო-დასავლეთით, ისინი ამზადებენ ადგილს, დაახლოებით, 3 კილომეტრის სიგრძისა და 55 მეტრის სიგანის ასაფრენი […]

Continue Reading