საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა – რუსული მედიის ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი

დღის სიახლეები საზოგადოება

საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა. რუსული მედიის ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი, ხოლო დაშავდა – 24.

როგორც RBK წერს, სტავროპოლის მხარეში, საქართველოდან მიმავალი ავტობუსი „კამაზის“ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

რუსეთის რეგიონული ავტოინსპექციის ცნობით, ავტობუსი კომპანია Setra-ს ეკუთვნოდა. წინასწარი მონაცემებით, მძღოლმა უსაფრთხო სიჩქარე ვერ შეინარჩუნა და წინ მიმავალ „კამაზს“ შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში გადავარდა.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *