უფლებადამცველები ფატიმა ქერიმოვას მკვლელობაში ბრალდებულის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირებას ითხოვენ

უფლებადამცველები ბიძაშვილის, ფატიმა ქერიმოვას მკვლელობაში ბრალდებულის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირებას ითხოვენ – საუბარია თბილისში, ვარკეთილში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე, როცა კაცმა ნათესავი ქალი სასტიკად სცემა და ბალიშით გაგუდა.  ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვინაიდან მკვლელობა საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა და ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნა ქართულმა მხარემ გამოაცხადა, საქმეც ქართულმა სასამართლომ უნდა განიხილოს.  რადგან თურქეთში დაკავებული კაცი, ეროვნებით აზერბაიჯანელია, შესაძლოა, მისი ექსტრადირება […]

Continue Reading

აშენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური – რა გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრე და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 6 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილოეთიდან გავრცელებული გრილი და ნოტიო ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,ზოგან ძლიერი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან […]

Continue Reading

6 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 ივლისს ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს ზეიმობს და მოწამეებს აგრიპინას, ევსტოქიოსისა, გაიოზისა, პროვოსისა, ლოლიოსისა, ურბანისა და სხვებს იხსენიებს. ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი გადმოცემით ლუკა მახარებლის მიერ იმ მაგიდის დაფაზეა დაწერილი, რომელზედაც იესო ქრისტე თავის დედასთან მარიამთან და მართალ იოსებთან ერთად ტრაპეზობდა. გადმოცემით, ხატიღვთისმშობლის მიძინებამდე დაიწერა. 450 წელს იმპერატორ თეოდორე უმცროსის […]

Continue Reading

„სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ნამდვილ ომად გადაიქცა – კრემლი

„ვესტის“ კორესპონდენტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში კრემლის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ის, რაც „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ სახით დაიწყო, ახლა დასავლეთის ქვეყნების ჩართულობის გამო გრძელდება როგორც ომი. „ომი მიმდინარეობს, ეს ნამდვილი ომია. გრძელდება როგორც ომი, რადგან კიევის უკან ბერლინი, პარიზი, ჰააგა, ოსლო და, სამწუხაროდ, ვაშინგტონი დგანან“, – თქვა მან. პესკოვის თქმით, დასავლეთის ქვეყნები უკრაინას სატელიტური […]

Continue Reading

ხაშურში პირველი “ცათამბჯენი” შენდება – ვინ აშენებს რა ღირს კვადრატული მეტრი

ხაშურის პირველ ,,ცათამბრჯენში” – 17-სართულიან მშენებარე კორპუსში ბინების დაჯავშნა და ფართების შესყიდვა უკვე დაიწყო. ამის შესახებ “ქართლის ამბები” წერს. მათივე ცნობით, ახალ “ცათამბჯენში” 1 კვ.მ ფასი 850 დოლარიდან იწყება. ყველაზე მცირე ზომის ბინა 45 კვ.მ ფართობის იქნება. “კორპუსს ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი აშენებს. როგორც ,,ქართლის ამბები” წერდა, ვალერი გელაშვილმა მერიას 22-სართულიანი შენობის პროექტი წარუდგინა დასამტკიცებლად. თუმცა, […]

Continue Reading

თბილისის ზღვის დასახლებაში ხანძარია

თბილისის ზღვის დასახლებაში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ძლიერი ხანძარია. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მოქალაქე ამბობს, რომ ცეცხლი სასაფლაოს ტერიტორიას უკიდია. მისივე ინფორმაციით, ხანძრის კერა დასახლებულ ზონასთან ახლოსაა და ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ელოდებიან. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, რადგან ცეცხლის გავრცელების საფრთხე არსებობს. დეტალები და ოფიციალური ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია. გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

პოლიციამ ვაშლიჯვარში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში, ვაშლიჯვარში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გუშინ ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი ადამიანი დაჭრა. როგორც უწყება განმარტავს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 5 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კვირას 5 ივლისს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +25, +30°; მაღალმთაში ღამით +6, +11°, დღისით +22, +27°. […]

Continue Reading

5 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 ივლისს მღვდელმოწამე მიქაელ ჰერელის, მღვდელმოწამე ევსევის, სამოსატელი ეპისკოპოსის, მოწამეთა: ზენონის, ზინას, გალაქტიონის, იულიანეს და სატურნინის ხსენების დღეს აღნიშნავს. მღვდელმოწამე მიქაელ ჰერელი მღვდელი მიქაელ ყულოშვილი 1842 წელს საინგილოში, სოფელ კაკში (თანამედროვე აზერბაიჯანი) დაიბადა. მართალია, მიხეილის მამა მუსლიმი იყო, მაგრამ ყულოშვილების ოჯახში ქრისტიანული ტრადიციები მაინც ინახებოდა. 1854 წლის 17 აგვისტოს მიხეილი მართლმადიდებლურად მოინათლა. […]

Continue Reading