სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ კახა კალაძის შეურაცხყოფისა და “უმისამართო უცენზურო გამონათქვამებისთვის”   მოქალაქე ნოდარ სოლომნიშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. გამოძიების თანახმად, საქმე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კომენტარს ეხებოდა, რომლითაც, გამოძიების ინფორმაციით, მან შეურაცხყოფა მიაყენა თბილისის მერს. ასევე, 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა მამუკა ქინქლაძეს – გამოძიება მას ედავება, რომ სოციალურ ქსელში უმისამართოდ იყენებდა შეურაცხმყოფელ და უცენზურო გამონათქვამებს. […]

Continue Reading

მიჩიგანის შტატში, სავაჭრო ცენტრში სროლა მოხდა; არიან დაღუპულები – VIDEO

მიჩიგანის შტატში, სავაჭრო ცენტრში სროლა მოხდა; არიან დაღუპულები. მიჩიგანის შტატის ქალაქ დირბორნში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა, იუწყება ABC News. ყველა მსხვერპლი 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი იყო; ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში. წინასწარი ინფორმაციით, კონფლიქტის მონაწილეები ერთმანეთს იცნობდნენ და სროლა მათი ჩხუბის გამწვავების შემდეგ დაიწყო. პოლიცია გამოძიებას აწარმოებს. […]

Continue Reading

პატიმრობა შეეფარდა გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ არასრულწლოვანს

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა გიგა ავალიანის მკვლელობის გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს, გიორგი მალანიას. ეს ბრალი 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სხდომას ესწრებოდა 16 წლის ბრალდებულიც. ის შს მინისტრის ყოფილი მოადგილის მერაბ მალანიას ვაჟია. პროკურატურის ვერსიით, მოზარდის დახმარებით, ალექსანდრე გაბაშვილმა, დემეტრე […]

Continue Reading

შსს-მ 50 უცხოელი არალეგალი დააკავა

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცლეებს. მათივე ცნობით, ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 4 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +23, +28°; მაღალ მთაში ღამით +9, +14°, დღისით +22, +27°. აღმოსავლეთ საქართველოში – ღამით ზოგიერთ, დღის მეორე […]

Continue Reading

4 ივლისის საეკლესიო კალენდარი

4 ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმ. დიდებულთა მოწამეთა, საქართველოს მეფეთა: არჩილისა (744) და ლუარსაბისა (1622); მოწამისა იულიანე ტარსელისა; მღვდელმოწამისა ტერტიუსისა, იკონიელი ეპისკოპოსისა ; ღირსთა იულიუს ხუცისა და იულიანე დიაკონისა წმიდა მოწამე იულიანე ტარსელი დაიბადა კილიკიის (მცირე აზია) ერთ-ერთ პროვინციაში. მისი მამა წარმართი სენატორი იყო, დედა კი ქრისტიანობას აღიარებდა. მეუღლის სიკვდილის შემდეგ იულიანეს დედა ქალაქ […]

Continue Reading

უახლოეს დღეებში უმეტესად მზიანი და ცხელი ამინდი შენარჩუნდება

საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად მზიანი და ცხელი ამინდი შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის დიდ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოში დღის საათებში ჰაერი +29…+32 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა +33…+35 გრადუსს მიაღწევს. ყველაზე ცხელი დღეები დედაქალაქსა და კახეთის რეგიონშია მოსალოდნელი. მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა, დღის […]

Continue Reading

“არც ფული მინდა, არ შეგეშინდეთ, უბრალოდ მილიციას დაუძახეთო” – ახალი დეტალები აბაშის ბანკში მამაკაცის შეჭრასთან დაკავშირებით

ტვ პირველის ცნობით, კაცი, რომელიც აბაშაში, “საქართველოს ბანკში” შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა, სავარაუდოდ, მოქმედი სამხედროა. ბანკში შევარდა პიროვნება, დაყაჩაღების მიზნით არა, როგორც ვიცი, ცეცხლსასროლი იარაღიდან, სანადირო იარაღიდან ერთხელ გაისროლა და მოითხოვა 112-ში დარეკეთო. უბრალოდ მოთხოვნა ჰქონდა, რომ 112-ში დაერეკათ და იძახდა დამასვენეთო. [ძარცვის] მცდელობა არ ჰქონია. ჯარის ფორმა ეცვა, როგორც ვიცი. შეიძლება რაღაც ფსიქოლოგიური […]

Continue Reading

საქართველოს რკინიგზის ობიექტებს დღეიდან დაცვის პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ

დღეიდან საქართველოს რკინიგზის ობიექტებს დაცვის პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის მიერ 2026 წლის 17 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე მიიღეს. “დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით, 76 ლოკაციაზე, 818 თანამშრომლით სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სარკინიგზო ხიდებსა და გვირაბებს, დეპოებს, სარკინიგზო სადგურებსა და სხვა ობიექტებს 24 საათიან რეჟიმში დაიცავს. ამასთან, 2026 წლის 3 ივლისიდან, […]

Continue Reading

რა ეღირება დოლარი და ევრო შაბათ-კვირას

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6415 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6415 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6424 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0237 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0144 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

Continue Reading