ადვოკატი სახალხო დამცველს მოუწოდებს, შევიდეს ირაკლი ღარიბაშვილთან

მოვუწოდებ სახალხო დამცველს, თვითონ ან მისი წარმომადგენელი შევიდეს ირაკლი ღარიბაშვილთან , – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ღარიბაშვილს მაღალი რეიტინგი აქვს დღემდე, კონკრეტულ პირებს კი ამ რეიტინგის განულება სურთ მისთვის. „26 აგვისტოს ჩანიშნული იყო ხანგრძლივი პაემანი. მას უნდა ენახა თავისი შვილები, რომლებიც 3 თვის განმავლობაში არ უნახავს და ეს პაემანი გაუუქმეს. ჩანიშნული პაემნის […]

Continue Reading

ხორბალი, შაქარი, კაკაო, სიმინდი – რატომ ძვირდება ყველაფერი?

საერთაშორისო სასაქონლო ბირჟებზე ზრდის თვალსაჩინო დინამიკა ფიქსირდება, კერძოდ, ერთ თვეში ხორბალი 16%-ით არის გაძვირებული; შაქარი თითქმის 20%-იან ზრდას აჩვენებს; კაკაოს 28%-იანი ზრდა აქვს; სიმინდი 14%-ით გაძვირდა; კარაქის ფასმა 10%-ით მოიმატა; ხოლო სოიო 9%-იან ზრდას აჩვენებს. თუ ძირითად სასაქონლო კალათას დააკვირდებით, დავინახავთ, რომ წელს თითქმის ყველა აგრიკულტურული საბირჟო საქონლის ფასი გაზრდილია, რაც რამდენიმე ძირითად ფაქტორს უკავშირდება, […]

Continue Reading

სასკოლო ფორმების რეალიზაცია 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება

სასკოლო ფორმების რეალიზაცია 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება. პირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენის შესაძლებლობა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის formebi.emis.ge -ს საშუალებით ექნებათ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფორმების რეალიზაციის 83 პუნქტია განთავსებული. ცნობისთვის, 2026-2027 სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის […]

Continue Reading

დაჯარიმდებით და მართვის მოწმობაზე ქულები დაგაკლდებათ – ხვალიდან ავტომობილების ხმაურს პორტატული აპარატებით შეამოწმებენ

1-ლი სექტემბრიდან ავტომობილების ხმაურს ადგილზე შეამოწმებენ. შსს-ს ცნობით, იმ შემთხვევაში თუ თქვენი ავტომობილის ხმაური კანონით დადგენილ ნორმაზე მეტი იქნება, დაჯარიმდებით და მართვის მოწმობაზე ქულები დაგაკლდებათ. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ივლისში მიღებული ბრძანების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის სერტიფიცირებული პორტატული აპარატით შემოწმების წესი და პირობები განისაზღვრა. უწყების ცნობით, ახალი წესით, 2026 წლის […]

Continue Reading

მესი არგენტინის ნაკრებიდან წავიდა

ლიონელ მესიმ არგენტინის ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ განაცხადა. 39 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ინსტაგრამზე გააკეთა: ამ გადაწყვეტილებამ გული დამწყვიტა და დღემდე მტკივა, მაგრამ მესმის, რომ ახლა შესაფერისი დროა. ვფიცავარ, ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი, არა მხოლოდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც ყველაფერს ვიგებდით, არამედ მანამდეც. ყოველთვის ვიბრძოდი და ყველაფერს ვაკეთებდი ამ მაისურისთვის, რათა თქვენთვის სიხარული […]

Continue Reading

“ირაკლი ღარიბაშვილს, გასულ კვირას, შვილებთან შეხვედრისთვის ჩანიშნული პაემანი გაუუქმეს” – რა პასუხობს ადვოკატს პენიტენციური სამსახური

ადვოკატ ლილი გელაშვილის ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, გასულ კვირას, შვილებთან შეხვედრისთვის ჩანიშნული პაემანი გაუუქმეს. მისივე თქმით, პაემნის გაუქმების მიზეზი უცნობია. ადვოკატის განმარტებით, ის დღეს ხვდება ირაკლი ღარიბაშვილს. „რაც ის განცხადება გააკეთა მამუკა მდინარაძემ, მას შემდეგ არ მინახავს ბატონი ირაკლი. ახლა, შევდივარ, რასაც მეტყვის იმას განგიცხადებთ, არ შევინახავ საიდუმლოდ. შევალ, ვნახავ ბატონ ირაკლის და თუ გახდა საჭირო, […]

Continue Reading

რუსეთის დაზვერვა – ევროპარლამენტი რუსეთის არჩევნების შედეგების უარსაყოფად ემზადება

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება სახელწოდებით: „დასავლეთი აქტიურად ემზადება არჩევნებისთვის… რუსეთში“. მასში ნათქვამია, რომ ევროკავშირი და „წამყვანი ევროპული ქვეყნები“ სექტემბერში ერთიანი არჩევნების დღის წინ „რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციის ფართომასშტაბიან სტრატეგიას“ ახორციელებენ. დაზვერვის ძირითადი მტკიცებულებებია: — ევროპულმა ქვეყნებმა მოუწოდეს უკრაინას, გააძლიეროს დივერსიები და დარტყმები რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის რეგიონებსა და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ, […]

Continue Reading

დიდ ბრიტანეთში თოლიებმა გამვლელებს 232 მილიონი დოლარის ღირებულების საკვები მოპარეს – სტატისტიკა

დიდ ბრიტანეთში თოლიებმა გამვლელებს 232 მილიონი დოლარის ღირებულების საკვები მოპარეს. და ეს მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში! Compare the Market-მა დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებლებს შორის საკმაოდ არატრადიციული გამოკითხვა ჩაატარა. მისი მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რამდენ საკვებს პარავენ თოლიები გამვლელებს (მათი თავდასხმების ვიდეოები რეგულარულად ვრცელდება ვირუსულად). დიდი ბრიტანეთის 2000 მაცხოვრებლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 71%-ს ცხოვრებაში […]

Continue Reading

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ქალს, უკრაინის მოქალაქეს, ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. სხდომაზე პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. ადვოკატი კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა. პროკურატურა დაკავებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და […]

Continue Reading

რობერტ ქოჩარიანი – ფაშინიანი არა მხოლოდ სომხურ მიწებს თმობს, არამედ არღვევს ერის კოლექტიურ ნებას და სულიერ ღირებულებებს, ეს უნდა დასრულდეს ან ყველამ უნდა დაიწყოს თურქული ენის შესწავლა

ფაშინიანი არა მხოლოდ სომხურ მიწებს თმობს, არამედ არღვევს ერის კოლექტიურ ნებას და სულიერ ღირებულებებს, რომლებიც ნებისმიერი სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენს. ეს უნდა დასრულდეს ან ყველამ უნდა დაიწყოს თურქული ენის შესწავლა, – ამის შესახებ აღნიშნულია სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის განცხადებაში, რომელიც მისი ოფისის ხელმძღვანელმა, ბაგრატ მიქოიანმა წაიკითხა. ქოჩარიანის თქმით, მის წინააღმდეგ უკანასკნელი სისხლის სამართლის ბრალდება იმდენად აბსურდულია, რომ […]

Continue Reading