საქართველოში მიწისძვრა მოხდა
თბილისიდან 59კილომეტრში, ქალაქი დმანისიდან 14 კილომეტრით დასავლეთით, სოფელ მამიშლარში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 09:24 საათზე დაფიქსირდა – მიწისძვრის ეპიცენტრი 5 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
Continue Reading