ვალუტის კურსი შაბათ-კვირას

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6125 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6125 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6130 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0585 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0575 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

“ხომ აკადრა მამაჩემს, 100 ათას დოლარად მიეყიდე სააკაშვილსო? უმრავლესობის წევრებს ხომ დაავალა ფიზიკური ანგარიშსწორება? ხოდა, ჩემო ირაკლი, ზუსტად ის ხალხი წაგესია ახლა შენ” – სანიკიძე ღარიბაშვილს

კაცი, რომელიც იჩემებდი, საქართველოს მოვუტანე მშვიდობაო, საკუთარი ოჯახისთვისაც ვერ მოახერხე ეს – რაც ხდება, აბსოლუტურად კანონზომიერია – მშიშარა არსებისგან სპარტაკი არ გამოიძერწება, – ასე მიმართავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი „დიდ გულზე იყო, როცა პრემიერის სავარძელში იჯდა და ძალოვან უწყებებს მართავდა“, ახლა კი „თვითონაა შეშინებული, ისტერიკაშია […]

Continue Reading

თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, პროკურატურაში დაიბარეს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში დაიბარეს. აღნიშნული ინფორმაცია თეონა თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. „დამირეკეს პროკურატურიდან და დამიბარეს დღეს 17 საათზე შეხვედრაზე. შეხვედრის შედეგებს მოგვიანებით გაცნობებთ“,- წერს თეონა თამაზაშვილი. ინფორმაციისთვის, თეონა თამაზაშვილმა შვილის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურას ხელახალი გამოძიების ჩატარებისთვის 19 აგვისტოს მიმართა. თეონა თამაზაშვილის შეფასებით, მისი შვილი თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს და […]

Continue Reading

დედაქალაქში 948 108 ერთეული ავტომანქანაა, ანუ მთლიანი ავტოპარკის 48% – სტატისტიკა

საქართველოში მოძრავი ავტომობილების თითქმის ნახევარი თბილისზე მოდის – ამაზე მიუთითებს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული რიცხვები. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2026 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 1 975 829 ავტომობილი, აქედან დედაქალაქში – 948 108 ერთეული, ანუ მთლიანი ავტოპარკის 48%. მეორე ადგილზეა იმერეთი, სამეულს კი ხურავს ქვემო ქართლი. მონაცემები, თუ რომელ რეგიონში რამდენი ავტომობილია რეგისტრირებული: […]

Continue Reading

რუსეთთან სავაჭრო ომის პირობებში სომხეთმა ევროკავშირში ექსპორტი 80%-ით გაზარდა

წლის პირველ ექვს თვეში სომხეთმა ევროკავშირში ექსპორტი 80%-ით, 516 მლნ დოლარამდე გაზარდა, მაშინ, როცა ერთი წლის წინ 287 მლნ დოლარს შეადგენდა. ამის შესახებ რესპუბლიკის მთავრობის ანგარიშში წერია, რასაც ადგილობრივი მედია ავრცელებს. მიწოდება იმ ფონზე გაიზარდა, რაც რუსეთმა სომხური საქონლის იმპორტის თანმიმდევრული შეზღუდვა დაიწყო. მოსკოვმა სომხეთიდან ხილის, ბოსტნეულის, მწვანილის, ყვავილების, მინერალური წყლის, ალკოჰოლის, ასევე, რძისა და […]

Continue Reading

პერუში ძლიერი მიწისძვრა მოხდა [ვიდეო]

პერუს სამხრეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პერუს გეოფიზიკური ინსტიტუტის მონაცემებით, მაგნიტუდა 7.2 იყო, ხოლო აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მაგნიტუდა 6.7 იყო. ეპიცენტრი აიაკუჩოს რეგიონში, ქალაქ კორაკორასთან ახლოს, საკმაოდ ღრმად მდებარეობდა. ბიძგები ქვეყნის მრავალ ნაწილში, მათ შორის ლიმაშიც იგრძნობოდა. ბოლო ინფორმაციით, არიან დაშავებულები, დაზიანდა სახლები, სამედიცინო დაწესებულებები და სკოლა. ასევე დაფიქსირდა ქვების ჩამოცვენა. ცუნამის საფრთხე არ […]

Continue Reading

წყნარ ოკეანეში რამდენიმე დღის განმავლობაში მაცივრით ტივტივებდნენ: ორი მეთევზის წარმოუდგენელი გადარჩენის ისტორია

მექსიკის სანაპიროსთან ხუთდღიანი სამძებრო ოპერაცია მშვიდობიანად დასრულდა. 14 აგვისტოდან დაკარგული ორი მამაკაცი ცოცხალი იპოვეს. საზღვაო ძალების ცნობით, მეთევზეები ჩიაპასის შტატიდან, დაახლოებით, 150 მილის დაშორებით იპოვეს თვითმფრინავებისა და გემების ერთობლივი ძალისხმევის წყალობით. მამაკაცების უჩვეულო სამაშველო მოწყობილობა დიდი ლურჯი მაცივარი იყო, რომელიც მათ წყალში ყოფნის საშუალებას აძლევდა. საპატრულო გემის ეკიპაჟის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ირხევა […]

Continue Reading

ვინ, ვინ და თვითონ ბატონი ღარიბაშვილიც არის შემოქმედი იმ სახელმწიფოსი, რომელიც ერთად შევქმენით – უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები – ზარქუა

ვინ ვინ და ირაკლი ღარიბაშვილმა კარგად უნდა იცოდეს, რომ თითოეული მოქალაქის უფლება დაცულია ჩვენს ქვეყანაში და მით უმეტეს, მისი ოჯახის – მე მაინც მგონია, რომ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გავრცელებულ წერილებს გამოეხმაურა. ზარქუას თქმით, „გამოძიება დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე“. „ჩემთვის რაც არ […]

Continue Reading

ღმერთო, ნუთუ მართლა არ ვიმსახურებთ დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას?

ჩვენ თვალწინ ხდება საუკუნის ტრაგედია – რუსების მასობრივი ჩამოსახლება საქართველოში – რა უბადრუკად ჩანს უკლებლივ მთელი „პოლიტიკური სპექტრი” თავისი უკბილო კომენტარებით, ხოლო ოპო-ტელევიზიების მთავარი ნიუსია ღარიბაშვილის მორიგი წკმუტუნი ციხიდან, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ წერილშია აღნიშნული. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი და რუსები ერთმანეთთან კოორდინირებულად მოქმედებენ და ამაზე მიუთითებს „რუსოფობიაზე“ გაკეთებული განცხადებების შემდეგ რუსების მასობრივი […]

Continue Reading

გიორგი შარაშიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ფუნქციაა, გააგრძელოს „ქართული ოცნების“ საქმის კეთება, რადგან დღემდე „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დგას

დღეს საქართველოში გაცილებით მეტი გამოწვევა არსებობს, ვიდრე დროის იმაზე დახარჯვა, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ფუნქცია „ქართული ოცნების“ საქმის კეთებაა და „ქართული ოცნება“ დღემდე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დგას. იმ პროცესებს რასაც არ აქვს კავშირი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების პრობლემების გადაჭრასთან, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული […]

Continue Reading