საქართველოში მიმავალ მოქალაქეებს ბაქოში მატარებლით დაბრუნება უჭირთ – მედია

საქართველოდან აზერბაიჯანში დაბრუნების მსურველ მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება Oxu.Az-ის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე საჩივრები შევიდა. მოქალაქეებმა განაცხადა, რომ ასობით აზერბაიჯანელს უჭირს საქართველოდან ბაქოში დაბრუნება. მათი თქმით, მატარებლის ბილეთები გაყიდულია. ამ მიზეზით, ისინი ასევე დაუკავშირდნენ აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში. სიტუაციასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რკინიგზამ (AR) განაცხადა, რომ მაღალი მოთხოვნის გამო, საქართველოდან აზერბაიჯანში […]

Continue Reading

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი დინებამ გაიტაცა, დედამ გადარჩენა სცადა, თუმცა დინებამ ისიც გაიტაცა. ბავშვის ცხედარი ადგილობრივმა იპოვა და მდინარიდან ამოასვენა. დედის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. .გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე – საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ

აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით მგზავრობის შემცირება, საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად გახდა შესაძლებელი. „ქსელზე განხორციელდა მასშტაბური და კომპლექსური ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია, შესაბამისად, შევძელით მგზავრობის დროის შემცირება. ეს თავისთავად აისახება როგორც მგზავრთნაკადზე, მის […]

Continue Reading

ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა – რატომ არ მიუღიათ მოქალაქეებს შეტყობინებები და რას ამბობს ენერგოომბუდსმენი

ენერგოომბუდსმენის, ნინო გულეიშვილის განმარტებით, წესების მიხედვით ავარიის შემთხვევაში მომხმარებლებს შესაბამისი შეტყობინებები უნდა გაეგზავნოთ. ნინო გულეიშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ მოკვლევას დაიწყებენ. “ენგურჰესს თავისი სამუშაო პროცესი აქვს, მაგრამ ჩვენი წესების მიხედვით, ავარია თუ ხდება, უკვე მომხმარებლებს შესაბამისი შეტყობინებები უნდა ჰქონდეთ გაგზავნილი. სატესტო კვლევა ყველა შემთხვევაში არ იწვევს ხოლმე ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას. მოსალოდნელი ერთია, მაგრამ ყველა შემთხვევაში […]

Continue Reading

წუხელ დაკავებული ნია იმნაძე კლინიკაში რჩება – “ჩემთვის ნია იმნაძე „არაშრულჭლოვანი“ კი არა, მკვლელია”- რას წერს გიგა ავალიანის დედა

მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე წუხელ დაკავებული ნია იმნაძე ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში განუცხადეს. ექიმების ცნობით, ნია იმნაძეს სამედიცინო დაწესებულებაში “საჭირო მკურნალობა უტარდება”. ნია იმნაძე შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც აკავებდნენ. მანამდე, ნია იმნაძის ადვოკატმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ იმნაძის სახლთან მობილიზებული იყო პოლიცია და ადგილზე ხმაურიც იყო. […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 6 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი კვლავ განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის […]

Continue Reading

6 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 აგვისტოს ღირსი ილარიონ თუალელის, მოწამე ქრისტინეს, კეთილმორწმუნე მთავართა: ბორისისა და გლების, ნათლისღებით რომანოზისა და დავითის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა ილარიონ თუალელი ღირსი ილარიონ თუალელის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ იგი თავდაპირველად ხახულის მონასტერში მოღვაწეობდა. ღირსმა ილარიონმა აღზარდა ხახულის მონასტერში მიყვანილი ყრმა გიორგი მთაწმინდელი. როგორც ჩანს ხახულის მონასტრიდან წმიდა ილარიონი […]

Continue Reading

სიმართლე გაცხადდება და თავად ამხელს მათ, ვინც სცადა, უბედური და სამწუხარო, მგრძნობიარე ამბავი ეკლესიის დასაკნინებლად გამოეყენებინა – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

ეკლესიას უკრაინაში მებრძოლ ადამიანთათვის რაიმე შემზღუდავი ნორმა არასდროს დაუდგენია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე წერს. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სიმართლის გაცხადება ამხელს მათ, ვინც „მგრძნობიარე ამბავი ეკლესიის დასაკნინებლად გამოეყენებინა“. „სიმართლე გაცხადდება და თავად ამხელს მათ, ვინც სცადა, ეს უბედური და სამწუხარო, მგრძნობიარე ამბავი ეკლესიის დასაკნინებლად გამოეყენებინა. არასდროს ეკლესიას უკრაინაში მებრძოლ […]

Continue Reading

უმძიმესი ავარიის მომსწრე გავხდი – რას წერს ირაკლი ჟვანია

კოსტავას ქუჩაზე ავარია მოხდა. ამის შესახებ თვითმხილველი, ცნობილი ბლოგერი ირაკლი ჟვანია სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს. “ვარჯიშიდან გამოვედი და მერაბ კოსტავაზე უმძიმესი ავარიის მომსწრე გავხდი, სადაც ავტომობილი სკროლით მოსიარულეს შეეჯახა. ასეთი ამბის ნახვა ძალიან მძიმეა… თუმცა ასეთ დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ჩვენი ხალხის ერთობა. წამებში უამრავი ადამიანი მივედით დასახმარებლად და თითოეული […]

Continue Reading

გიგა ავალიანის საქმე – ნია იმნაძის სახლში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სავარაუდოდ, გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთ ფიგურანტს, ნია იმნაძეს აკავებენ. ამის შესახებ ინფორმაცია მისი ადვოკატის, გიორგი ლეკიშვილის live-იდან ირკვევა.  ამ წუთებში ნია იმნაძის სახლში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.  გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading