„მე მიყვარს საქართველო“ – ნანუკა ჟორჟოლიანმა ახალი კამპანია დაიწყო

ნანუკა ჟორჟოლიანმა ახალი კამპანია დაიწყო. „მე მიყვარს საქართველო“ – ამ სლოგანის გარშემო ქართველმა ტელეწამყვანმა პირველი შეხვედრა გამართა. საგანგებოდ შეირჩა აუდიტორიაც.  ჟორჟოლიანმა ქალებს გაუზიარა საკუთარი ხედვები, როგორ წარმოუდგენია პოლიტიკური პროცესების  განვითარებაა და როგორ შეიძლება ხალხის მიერ დაწყებული ბრძოლა ხალხის გამარჯვებით დასრულდეს. ცნობილია, რომ ქალებთან შეხვედრის შემდეგ, ნანუკა ჟირჟოლიანი გუნდთან ერთად, ანაკლიაში ჩავა და მოსახლეობას შეხვდება.  „მოვივლი […]

Continue Reading

ამერიკის სავიზო დეპოზიტის მაქსიმალური ოდენობა 20000 დოლარით განისაზღვრება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო დეპოზიტის პროგრამის მოთხოვნებს მუდმივს ხდის, – ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის ფედერალური რეესტრის ცნობით, მოთხოვნები ვრცელდება B1 და B2 ვიზებზე, რომლებიც ბიზნესისა და ტურისტული მოგზაურობისთვის გაიცემა. ფედერალური რეესტრის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ 2025 წელს ამოქმედებული სავიზო დეპოზიტის პროგრამის ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე შეფასებამ უწყებას საკმარისი მონაცემები მიაწოდა, რათა […]

Continue Reading

რკინიგზა 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შეძენას გეგმავს – საერთაშორისო ბაზრის კვლევა უკვე გამოცხადდა

საქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შეძენის მიზნით საერთაშორისო ბაზრის კვლევა გამოაცხადა. რკინიგზის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 10 თანამედროვე ელექტრომატარებლის შეძენა და ექსპლუატაციაში გაშვება. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება. „ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნებიდან მოძრავი შემადგენლობის მწარმოებელი დაინტერესებული ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები. ახალი ელექტრომატარებლების შეძენა ხელს შეუწყობს […]

Continue Reading

უცხოური სპეცსამსახურებისა და დესტრუქციული ძალების მცდელობები წარმატებით აღიკვეთა. თუმცა, საფრთხეები არ გამქრალა – პრემიერი

11 წლის წინ შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – ინსტიტუტი, რომელიც უმთავრეს როლს ასრულებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო სუვერენიტეტის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლის უმთავრესი ფუნდამენტი მშვიდობა და სტაბილურობაა, […]

Continue Reading

ეს არ შეესაბამება სიმართლეს – განათლების მინისტრის განმარტება 100%-იანი დაფინანსების მიღებაზე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა და მათ კითხვებს უპასუხა. მინისტრმა აღნიშნა, რომ პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი სრულად დაფინანსდება, თუმცა ამ ორი სემესტრის განმავლობაში მათ უნდა უზრუნველყონ, დადგენილი კრედიტების მინიმუმ 80%-ის მიღება, რომ მესამე სემესტრში 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნონ. მისი თქმით, იმ […]

Continue Reading

პენსიონერებს 48 983 ლარი მოპარეს – როგორ მუშაობდა თაღლითური სქემა

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლად ასაღებდა თავს და თბილისში მცხოვრებ პენსიონერებს უკავშირდებოდა და კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით მათ პირად მონაცემებს უკანონოდ ეუფლებოდა. საქმის მასალების მიხედვით, ამის შემდგომ ბრალდებული იმავე პირებს ეროვნული ბანკის წარმომადგენლის სახელით კვლავ უკავშირდებოდა, ატყობინებდა, თითქოს მათი საბანკო ანგარიშები დაბლოკვისა […]

Continue Reading

სამართალდამცველებმა ძებნილი მეტსახელად „ფაიფურა“ დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად „ფაიფურა“ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირის მიმართ 2026 წლის 15 აპრილიდან სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო და მასზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა იგი თბილისში დააკავეს. „სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეებს შორის არსებული […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 1 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით +27, +32°; მაღალ მთაში ღამით +10, +15°, დღისით +25, +30°. აღმოსავლეთ საქართველოში – ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია […]

Continue Reading

1 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია1 აგვისტოს ღირსი მაკრინას – ბასილი დიდის დის, ღირსი დიოსის და ღირსი სერაფიმე საროველის ნაწილთა პოვნას აღნიშნავს. ღირსი მაკრინე – და ბასილი დიდისა ღირსი მაკრინე წმიდა მღვდელმთავრების, ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის და, კაბადოკიაში დაიბადა IV საუკუნის დასაწყისში. თორმეტი წლის იყო წმიდანი, როცა ღირსეულ ყმაწვილზე დაწინდეს, მაგრამ, ღვთის ნებით, ჯვრისწერამდე ცოტა ხნით ადრე […]

Continue Reading

დანაზოგი ლარსა და დოლარში… – ირაკლი კობახიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. დოკუმენტში პრემიერმა 2025 წელს მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები, ასევე საკუთარი აქტივები მიუთითა. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს პრემიერ-მინისტრს არ შეუძენია ახალი უძრავი ქონება. ის 2016 წლიდან მხოლოდ ერთ ბინას ფლობს, რომელიც თბილისში წყნეთის გზატკეცილზე მდებარეობს და 157.8 კვადრატული მეტრის ფართობის არის, რომელიც ჩუქებით მიიღო. ასევე ფლობს ამავე […]

Continue Reading