ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში მეზობელმა მეზობელი მოკლა. არსებული ინფორმაციით, 55 წლამდე კაცს 70 წლამდე კაცმა სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მკვლელობის მოტივი და დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ში განაცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Continue Reading

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით მყარდება – რა ეღირება ხვალიდან დოლარი?

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6607 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6607 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6625 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0779 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0683 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

2028-2029 წლებში თბილისში ასაშენებელი პროექტების 55% უკვე გაყიდულია

2026 წლის აპრილში, უძრავი ქონების ფასის ზრდის ტემპი, პირველად ბაზარზე, შენელდა და ყოველთვიურად 0.4%-ით გაიზარდა 1 408 აშშ დოლარამდე. ამის შესახებ  „გალთ ენდ თაგარტის“ უახლეს კვლევაში ვკითხულობთ. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 5.0%-ით გაიზარდა და 1 371 აშშ დოლარი შეადგინა. ასევე კვლევიდან ირკვევა, რომ 2028-2029 […]

Continue Reading

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 8 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 8 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს – პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დააკმაყოფილა. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ: გოჩა ყატაშვილი.სულხან აბრალავა.დათო ღურწკაია.გენადი კელიხაშვილი.რამაზ ჯორბენაძე.ჯანდრი თირქია.ევა შაშიაშვილი.ალექსანდრე გოგოლაძე.ამ 8 პირიდან ერთი ევა შანშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ ისედაც თავისუფლებაში იმყოფება. სამი წელი პირობითი მსჯავრი – ეს არის სასჯელი, რომელიც გათავისუფლებულებს დაეკისრებათ. ბრალდებულებმა საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარების […]

Continue Reading

უვადო პატიმრობა მიესაჯა მამაკაცს, რომელმაც მეუღლეს მჟავა შეასხა, დანა დაარტყა, ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა

უვადო პატიმრობა მიესაჯა მამაკაცს, რომელმაც გამოძების თანახმად, ყოფილ ცოლს, 34 წლის თათია ლომინაძეს  ჯერ მჟავა შეასხა, შემდეგ დანა დაარტყა, ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. შემზარავი ფაქტი კასპში 2025 წლის 25 სექტემბერს მოხდა. თათია ლომინაძის მდგომარეობა უმძიმესი იყო. მას სხეულის 80% ჰქონდა დამწვარი და მკურნალობას თბილისში, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა, თუმცა 2025 წლის 2 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. გორის […]

Continue Reading

მამაკაცმა ერთ წუთში 1.2 კგ თაფლი შეჭამა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

გერმანელი მამაკაცი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა მას შემდეგ, რაც ერთ წუთში ყველაზე დიდი რაოდენობით თაფლი შეჭამა. აუგსბურგელმა ანდრე ორტოლფმა პროდუქტის 1273 გრამი 60 წამში გადაყლაპა, ნათქვამია გინესის რეკორდების წიგნის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ პოსტში. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ თაფლის ეს რაოდენობა დაახლოებით 4000 კალორიას და თითქმის ერთ კილოგრამ შაქარს შეიცავს. ეს რაოდენობა 20-ჯერ აღემატება რეკომენდებულ დღიურ დოზას. საინტერესოა, […]

Continue Reading

საუდის არაბეთი და ოკუპირებული აფხაზეთი გამოცდილების გაცვლაზე შეთანხმდნენ – ბიზნესმენი

ბიზნესმენმა სიმონ აგრბამ „რადიო სპუტნიკს“ განუცხადა, რომ ოკუპირებულმა აფხაზეთმა და საუდის არაბეთმა პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს განვითარების სექტორში გამოცდილების გაცვლის შესახებ. მისი თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს ხელოვნური ინტელექტის დანერგვა და გამოყენება მშენებლობის ყველა დონეზე, ვიზუალიზაციიდან და დიზაინიდან დაწყებული ხარჯების ოპტიმიზაციამდე. „ჩვენ ვგეგმავთ მათთან ურთიერთობის გაგრძელებას; გავცვალეთ კონტაქტები და, დიდი ხნის აფხაზური ტრადიციის […]

Continue Reading

9 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 ივნისს ღირსი მამა ბასილის ბაგრატ III-ის ძის, ღირსი მიქელ პარეხელის, მღვდელმოწამე თერაპონტის, სარდიელი ეპისკოპოსის, თეოდორა ქალწულის და დიდიმე მხედრის ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი მამა ბასილი ძე ბაგრატ III-ისა ღირსი ბასილი იყო საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის შვილი. ბავშვობიდან მონაზვნური ცხოვრებისაკენ მიდრეკილმა წმიდანმა ღრმად შეისწავლა ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, ფლობდა მრავალ უცხო ენას და […]

Continue Reading

“განა არ მეცალა, მაგრამ ამის რესურსი არ იყო” – კობახიძე კორუფციასთან ბრძოლაზე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, წლების განმავლობაში მთავრობის მეთაურს კორუფციასთან ბრძოლის რესურსი არ ჰქონდა, თუმცა გასული ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ფაქტები აღმოიფხვრა – ამის შესახებ კობახიძემ პრესკონფერენციაზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. “მე, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, იმდენი თავსატეხი მქონდა, რაც დაკავშირებული იყო გარე ზეწოლებთან, შანტაჟთან, რევოლუციებთან და ა.შ… განა არ მეცალა, რთული იყო ერთდროულად ამდენ პრობლემასთან გამკლავება. დღეს […]

Continue Reading

გურიაში 13 წლის სკოლის მოსწავლე ოპერაციამდე, ნარკოზის შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა

ჩო­ხა­ტა­უ­რში 13 წლის სკოლის მოსწავლე კლინიკაში გარდაიცვალა – როგორც “პირველებს” ლუკა ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის ოჯახის წევრები უცხადებენ, მო­ზარ­დმა ხელი მო­ი­ტე­ხა, რის შემდეგაც ის მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა არასრუწლოვანის მდგომარეობა მოულოდნელად მაშინ დამძიმდა, როცა მას საოპერაციოდ ამზადებდნენ და ნარკოზი გაუკეთეს.  ოჯახი მთელი ღამის გამავლობაში კლინიკის პერსონალისგან ახსნა-განმარტებას ითხოვდა. როგორც “პირველებს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, […]

Continue Reading