70 წლამდე ასაკის კაცი, მეზობელზე, 14 წლამდე ასაკის გოგონაზე სექსუალურად ძალადობდა – “მთავარი”

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 70 წლამდე ასაკის კაცი, მეზობელზე, 14 წლამდე ასაკის გოგონაზე სექსუალურად ძალადობდა. კაცი ტაქსის მძღოლია. “არასრულწლოვანი და 70 წლამდე ასაკის მამაკაცი ტყესთან ახლოს ნახა მონადირემ. ეს მამაკაცი არის ტაქსის მძღოლი და ბავშვი დაჰყავდა რაიონში წრეზე, ეს მამკაცი არის მეზობელი ამ ბავშვის. მას შემდეგ რაც მონადირებ აღნიშნული ნახა, მანქანით გამოედევნა და მოადგა ამ კაცს ბირჟაზე, […]

Continue Reading

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის ოჯახი ამტკიცებს, რომ ციხეში მათი შვილი ბადრაგებმა სასტიკად სცემეს

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის ოჯახი ამტკიცებს, რომ ყველაზე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მათი შვილი სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. დავითაძეები ჰყვებიან, რომ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ცხრა ბადრაგს 36 წლის გიორგი დავითაძე დეესკალაციის ოთახში ჰყავდა ჩაყვანილი და ძალადობდა. ფაქტი დეკემბერში მოხდა,  გამოძიება დაწყებულია, თუმცა იმის გამო რომ ყველა ვადა ამოიწურა და არავინ დასჯილა, ოჯახი ამბობს, რომ ამ ამბის გახმაურება გადაწყვიტეს. დავითაძეების […]

Continue Reading

ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე – პაპუაშვილი

ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ყველამ უნდა დაიმახსოვროს. ის, რომ გვარამია იმეორებს კამპანიის გზავნილს, რაც საბოლოოდ გულისხმობს, საქართველოსგან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გადაცემას რუსეთისთვის, არანაირი შანსი არ აქვს ქართველ ხალხში რაიმენაირად ფეხი მოიჭიროს , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის შეფასებით, ალბათ, არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ არ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 21 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნებაამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°;ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°;ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: […]

Continue Reading

21 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის შობას დღესასწაულობს. საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის წმიდა აღმსარებლების იოანე და გიორგი-იოანეს ხსენების დღეც. წმიდა აღმსარებელნი: იოანე და გიორგი არქიმანდრიტი იოანე (ერისკაცობაში ვასილ მაისურაძე) დაიბადა ცხინვალში, დაახლოებით 1882 წელს. სიყრმიდანვე ბერ-მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილი და სიწმინდის მაძიებელი ვასილი, 1903 წლიდან ღვთისგანგებულებით ათონის მთაზე იწყებს ცხოვრებას წმ. იოანე […]

Continue Reading

მლეთაში დაკარგული გურამ დადიანიძის დედა ივანიშვილის სახლთან აქციებს აანონსებს

ვითხოვ ჩემი შვილის პოვნას. ივანიშვილის კარამდეც რომ დამჭირდეს მისვლა, იქაც მივალ, არ დავტოვებ ამ საქმეს გაუხსნელს , – ამის შესახებ 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა განაცხადა. ის საქმის გამოძიებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ თუ გამოძიება სწორი მიმართულებით არ წავა, ხალხთან ერთად ქუჩაში გამოხატავს პროტესტს. „ველოდები გამოძიებას, რომ ეს საქმე ბოლომდე […]

Continue Reading

21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას – ღვთისმშობლის შობას დღესასწაულობს – პატრიარქი წირვას ბათუმში შეასრულებს

მართლმადიდებელი სამყარო 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრებში კი ღვთისმსახურება ღამის თევით შესრულდება. მართმადიდებელ ეკლესიაში ეს დღესასწაული, ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში დადგინდა.  საეკლესიო სწავლების თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი. ღვთისმოშიშ […]

Continue Reading

ფოტოგრაფიიდან ქველმოქმედებამდე – როგორ ახერხებს “დანტესი” ადამიანების ცხოვრების შეცვლას

ქუთაისში მცხოვრებ ფოტოგრაფს და ქველმოქმედ ახალგაზრდას, დავით ოქროპილაშვილს, იგივე ,,დანტესს” საქართველოში ყველა კარგად იცნობს. მან წლების მანძილზე ქუჩის ფოტოგრაფიასთან ერთად, ქველმოქმედებით და ადამიანების ისტორიების მოყოლით ბევრჯერ გააერთიანა საზოგადოება, რითიც ადამიანების ცხოვრება შეცვალა. – როგორ დაიწყო თქვენი საქმიანობა ფოტოგრაფიაში და რა როლი აქვს მას თქვენს ცხოვრებაში? როდის გაჩნდა სურვილი, რომ ფოტოგრაფიის პარალელურად, ადამიანებსაც დახმარებოდით? როგორ იქცა ფოტოკამერა ადამიანების ცხოვრების […]

Continue Reading

“შესაბამისმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ საფლავის ღირსეული დაცვა” – რა ხდება ზვიად გამსახურდიას საფლავზე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია, მამის, ზვიად გამსახურდიას საფლავზე დაფის განთავსების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და მიაჩნია, რომ ეს ეროვნული მნიშვნელობის საფლავის ვანდალური ხელყოფა, ისტორიული პიროვნების სახელის დამახინჯება და მისი სექტანტურ კულტად ქცევის მცდელობაა. მისივე თქმით, აღნიშნული დაფა, რომელზეც წარწერილია “ელია”, მანანა არჩვაძის მითითებით დადეს. “ზვიად გამსახურდიას საფლავზე დაფის განთავსება წარწერით „ელია“ სრულიად მიუღებელია. დაფა […]

Continue Reading

112 – ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და გადაუდებელი დახმარების ნომერზე შეტყობინებები შეუფერხებლად შემოდის

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია. ამის შესახებ 112-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. “საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და გადაუდებელი დახმარების ნომერზე შეტყობინებები შეუფერხებლად შემოდის. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”,- აღნიშნულია ინფორმაციაში. ინფორმაციისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-მა დილით გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შედიოდა. […]

Continue Reading