პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე – მივმართეთ სასამართლოს, დაადგინოს, საბოლოო ჯამში, ან ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური, ან ისინი

საგარეო პოლიტიკურ აქტორებს საერთოდ არ ეხებათ საქართველოში პოლიტიკური პარტიული ლანდშაფტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც არის მაგალითები სხვადასხვა ქვეყანაში პარტიების აკრძალვისა, საგარეო პოლიტიკური აქტორებისგან კრიტიკას საქართველოს ხელისუფლება ვერ მიიღებს. „ჩვენ არ გვეხებოდა, უკრაინაში, მოლდოვაში რომელი პარტიები გამოცხადდა ანტიკონსტიტუციურად, არ გვეხება ის, რომ გერმანიაში მთავარი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ აპირებენ […]

Continue Reading

შალვა პაპუაშვილი – თუ ვახო სანაიას ჰყოფნის სითამამე, საჯარო სივრცეში იყოს უხამსი, ის სითამამეც უნდა ეყოს, რომ პასუხი აგოს

თუ ვახო სანაიას ჰყოფნის სითამამე, რომ საჯარო სივრცეში იყოს უხამსი, მაშინ ის სითამამეც უნდა ეყოს, რომ ამაზე პასუხი აგოს – მესმის, რომ როდესაც ევროკავშირის ელჩია თავად ის, ვინც სიძულვილს მხარს უჭერს და აქეზებს, შემდეგ ზოგს ცდუნება აქვს, რომ თავი მოაწონოს ევროკავშირის ელჩს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის ადმინისტრაციული წესით […]

Continue Reading

პაპუაშვილი – “ამიტომაც ვართ კრიტიკული ევროკავშირის მიმართ, რომ ევროპა გადავარჩინოთ და ის ცივილიზაცია შევინარჩუნოთ, რომლის თანაშემოქმედები ვართ”

ევროკავშირი დღეს ცივილიზაციურად ღუპავს ევროპას – ჩვენი ამოცანა ისიც არის და ამიტომაც ვართ კრიტიკული ევროკავშირის მიმართ, რომ ევროპა გადავარჩინოთ და ის ცივილიზაცია შევინარჩუნოთ, რომლის თანაშემოქმედები ჩვენც ვართ – დღეს ევროპა საშველია თავად ბრიუსელისგან და ევროკავშირის მესვეურებისგან, რათა ცივილიზაციურ უფსკრულში საბოლოოდ არ გადაიჩეხოს! – ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში გამართულ დემონსტრაციებს გამოეხმაურა, რა დროსაც […]

Continue Reading

შალვა პაპუაშვილი – ყველაფერს ხაზი გადაუსვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთმა განცხადებამ, გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა, გამოგვაცხადა პირველყოფილ წყობილებად, ალბათ, ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ

რაზეც იღვაწა ამდენმა ქვეყანამ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომ საერთაშორისო წესრიგი დამყარებულიყო, ყველაფერს ხაზი გადაუსვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ამ ერთმა განცხადებამ, რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ, ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ, რომელმაც უნდა მართოს საქართველო – ეს სირცხვილი რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოირეცხოს ევროკავშირმა,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას, რომლის […]

Continue Reading

შალვა პაპუაშვილი – ღმერთმა შეარგოს ევროკავშირის ელჩს ცეკვა და მოლხენა, მაგრამ მისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს საქართველოდან ევაკუირებული იქნებოდა

ჩვენ ვიხილეთ მოცეკვავე ევროკავშირის ელჩი და ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის ელჩს აქვს შესაძლებლობა, იცეკვოს საქართველოში. იმედი მაქვს, რომ ელჩი გააცნობიერებდა მეორე დღეს მაინც, რომ ჩვენ რომ მისი ხელმძღვანელობისთვის დაგვეჯერებინა, დღეს საქართველოში საცეკვაოდ საქმე არავის ექნებოდა. ღმერთმა შეარგოს ცეკვა და მოლხენა, მადლობას არ ვითხოვთ, უბრალოდ გაიაზროს, რომ მისთვის რომ დაგვეჯერებინა, ალბათ, ევროკავშირის ელჩიც არ იქნებოდა საქართველოში, […]

Continue Reading

შალვა პაპუაშვილი ტანზანიაში გაემგზავრა საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, რომელიც ტანზანიის (აღმოსავლეთ აფრიკა) ქალაქ არუშაში გაიმართება. პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა და საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, არიან პარლამენტის […]

Continue Reading

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების, ან გაემიჯნება ამ ქცევას

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელსა და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის ფული, აღარ ვიცი, რა კვლევა და ანალიზი არის საჭირო. გასაგებია, რომ საქმე გვაქვს ამაზრზენ მდგომარეობასთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რამდენად მისაღებია, რომ „„დანიის კულტურის ინსტიტუტის“ პროექტის, „შემოქმედებითი კომპასი საქართველოს“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული, ოთხწლიანია და საქართველოს გოეთეს […]

Continue Reading

საქართველოს უკვე აქვს ნომინალური და უთანასწორო კავშირის წევრობის 70-წლიანი გამოცდილება, რომლის გამეორებასაც ჩვენ არ ვაპირებთ – პაპუაშვილი ევროკავშირზე

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით ევროკავშირის წევრობის ეტაპზე გადასვლის შემდეგ საქართველოს, ისევე როგორც სხვა ახალ წევრ სახელმწიფოებს, კვლავ ევროკავშირის სხვა წევრების მსგავსი ვალდებულებები ექნება, თუმცა უფლებრივად მათთან თანასწორი არ იქნება. დღეს გამოქვეყნებულ წერილში პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს უკვე აქვს ნომინალური და უთანასწორო კავშირის წევრობის 70-წლიანი გამოცდილება, რომლის გამეორებასაც ჩვენ არ ვაპირებთ. „გუშინ, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, […]

Continue Reading

დაიწყეს კიდეც ერთმანეთის დაჭმა. ამით მაინც მივიღოთ პატარა სიამოვნება – პაპუაშვილი ოპოზიციაზე

ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესები პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შეაფასა. მისი თქმით, საზოგადოებამ ისე უნდა უყუროს პროცესს, როგორც ფილმს „ცისფერი მთები“. „ამის წინ ვთქვი, ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი მეთქი და დაიწყეს კიდეც ერთმანეთის დაჭმა. ვუყუროთ. ამით მაინც მივიღოთ პატარა სიამოვნება. რასაც ისინი საკუთარ ქვეყანას უკეთებდნენ, ერთმანეთის მიმართ ახლა ზუსტად იმავეს აკეთებენ, ასე რომ, დავაკვირდეთ და დავტკბეთ. […]

Continue Reading

არავის აქვს ვალდებულება, რაიმე კითხვას უპასუხოს – პაპუაშვილი ჟურნალისტებს

ეს არის კარგი წესი და სტანდარტი, რომ პოლიტიკოსი მზად იყოს ჟურნალისტის კითხვებს გასცეს პასუხი, მაგრამ ასეთი ვალდებულება არ არსებობს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი რომ არ დაარღვიოს ცოტა ხანში ასამოქმედებელი ეთიკის პრინციპები, როდესაც ზოგიერთი დეპუტატი კითხვებზე პასუხის გაცემას თავს არიდებს, რათა მომავალში პარლამენტში აკრედიტაცია არ შეეზღუდოს. „არავის აქვს […]

Continue Reading

ყველამ დაანებოს თავი დაზვერვას და ჯაშუშობას – პაპუაშვილი ფრანგი მზვერავების გაწვევაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმაურება ფრანგული მედიის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია“ და აცხადებს, რომ მეგობრული მზვერავი და მტრული მზვერავი არ არსებობს – ყველამ დაანებოს თავი დაზვერვას და ჯაშუშობას!  მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას და უსაფრთხოების სამსახურებს დღეს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ გამოავლინოს საქართველოში სადაზვერვო საქმიანობა და ამიტომ ყველა უნდა გაფრთხილდეს. პაპუაშვილი ამბობს, […]

Continue Reading

ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი – პაპუაშვილი მელია-სააკაშვილის დაპირისპირებაზე

ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიას შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, რადიკალიზმი, რომელსაც ოპოზიცია თესავს, საბოლოო ჯამში, თავად მათ ჭამთ. „პირველად რომ ხდებოდეს ამ ქვეყანაში რაღაცას კიდევ ვიფიქრებდით, მაგრამ ეს ხომ მუდმივი პროცესია?! შეყრას, გაყრას და ამ შეყრა-გაყრას ვაკვირდებით რამდენი წელია. უკვე […]

Continue Reading