თურქეთში ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

ჩრდილოეთ თურქეთში, ზონგულდაკში, ქვანახშირის მაღაროში მეთანის აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ორი მაღაროელი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. დაშავებულთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. ადგილზე მეხანძრეები და სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

თურქეთი შავ ზღვაში პირველ მცურავ გაზის წარმოების პლატფორმას განათავსებს

თურქეთის პირველი მცურავი გაზის წარმოების პლატფორმა, „ოსმან გაზი“, ფილიოსის პორტიდან შავი ზღვის საქარიას საბადოში გავა. მისი გაშვება, სავარაუდოდ, ბუნებრივი გაზის წარმოებას გააორმაგებს, დღეში 9.5-დან 20 მილიონ კუბურ მეტრამდე. 298.5 მეტრის სიგრძის პლატფორმა, რომელიც 140 კაციან ეკიპაჟზეა გათვლილი, შავ ზღვაში 20 წლის განმავლობაში იმუშავებს, თურქეთის სანაპიროდან დაახლოებით 170 კილომეტრში. პირველი გაზის დაწვა 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება, […]

Continue Reading

თურქეთში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში მიწისძვრა მოხდა. თურქეთის ადანას პროვინციის საიმბეილის რაიონში 4.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შესახებ თურქეთის კატასტროფების მართვის სამსახურმა (AFAD) განაცხადა. ბიძგები ადგილობრივი დროით 14:19 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 7.99 კმ სიღრმეზე მდებარეობდა. მოგვიანებით, 15:43 საათზე 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ცენტრალური თურქეთის ქალაქ ოსმანიეში. მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა მერსინის, გაზიანტეპის, კილისისა და ოსმანიეს პროვინციებში. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

Rapporteur – ევროკავშირი ეწინააღმდეგება საქართველოს ეუთოში 2027 წელს თავმჯდომარეობას

ბრიუსელი ეწინააღმდეგება თბილისის კანდიდატურას ეუთოში 2027 წელს თავმჯდომარეობის შესახებ, იტყობინება Reporter პორტალი Rapporteur (ყოფილი Euractiv). საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ თბილისი აპირებს ეუთოს თავმჯდომარეობას და მზადაა ორგანიზაციის წევრებთან ითანამშრომლოს. ევროკავშირის პრესსპიკერმა, კრისტიან ვიგანდმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ხელისუფლება ერთგულია კვიპროსის კანდიდატურის მიმართ და სხვა ვარიანტებს არ განიხილავს. ამასობაში, კვიპროსის კანდიდატურას თურქეთი ბლოკავს, რაც […]

Continue Reading

აეროპორტში თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა – სად მოხდა ინციდენტი

ანკარის აეროპორტში Pegasus Airlines-ის თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი მგზავრის “ფაუერბანკი” გახდა, რომელიც მოულოდნელად აალდა. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. მედიის ინფორმაციით, დამტენს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც იყო დაკვამლიანება. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც თვითმფრინავი იზმირში გასაფრენად ემზადებოდა და უკვე ასაფრენი ბილიკისკენ მიემართებოდა. შედეგად, ეკიპაჟმა სასწრაფოდ შეწყვიტა ფრენა, ხოლო მგზავრების საჩქარო ევაკუაცია გასაბერი ტრაპის […]

Continue Reading

ტურისტული გემი ჩაიძირა თურქეთში – მოხერხდა თუ არა მგზავრების გადარჩენა

თურქეთის კურორტ მარმარისის სანაპიროსთან ჩაძირული ტურისტული გემის 110-ვე მგზავრი გადაარჩინეს, იტყობინება გაზეთი „მილიეთი“. „110-ვე მგზავრი იმავე კომპანიის სხვა გემსა და ახლომდებარე ნავებზე გადაიყვანეს“, – იტყობინება გაზეთი. ინციდენტი ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 15:45 საათზე მოხდა, მარმარისის რეგიონში, ჯენეტის კუნძულთან ახლოს. გავრცელებული ინფორმაციით, გემის ეკიპაჟმა გაუმართაობა შენიშნა და ნაპირთან უფრო ახლოს მდებარე ადგილისკენ გაემართა.

Continue Reading

თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, სამ სატვირთო გემს დრონებმა შეუტიეს – მედია

თურქული საზღვაო სააგენტო Tribeca-ს ცნობით, სინოპის ნავსადგურთან სამი გემი ტვირთის გარეშე მიცურავდა, როდესაც სამიზნედ იქცნენ, იტყობინებიან კერძო მედიასაშუალებები Halk TV, Sozcu და გაზეთი Turkiye. ერთი გემი, James II, პალაუს დროშით ცურავდა, ხოლო ორი სხვა, Altura და Velora, სიერა-ლეონეს დროშით. Tribeca-ს თქმით, თურქეთის სანაპირო დაცვა ჩაერია ინციდენტში. სამივე ეკიპაჟი უსაფრთხოდ არის. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.

Continue Reading