აზერბაიჯანის ეროვნული გმირი: საქართველოში მტრულად მექცეოდნენ

გუშინ, დილის 10:00 საათიდან საღამოს 5:00 საათამდე დამაკავეს საქართველოს აეროპორტში. მტრულად მექცეოდნენ, წყლისა და ჩაის დალევის უფლებაც კი არ მომცეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერავის დავურეკავდი ან ვერ ვესაუბრებოდი. მითხრეს, რომ გადაადგილებაც კი მეკრძალებოდა. Oxu.Az-ის ცნობით, ამის შესახებ musavat.com-თან ინტერვიუში ისაუბრა აზერბაიჯანის ეროვნულმა გმირმა იბად ჰუსეინოვმა, რომელიც ორი დღის წინ, საქართველოს აეროპორტში დააკავეს. „ჩემმა თანაშემწემ, […]

Continue Reading

აზერბაიჯანული მედია – საქართველოში დააკავეს აზერბაიჯანის ეროვნული გმირი

აზერბაიჯანის ეროვნული გმირი იბად ჰუსეინოვი საქართველოში დააკავეს. გამოცემა Oxu.Az-ის ცნობით, ამის შესახებ მისმა ნათესავებმა სოციალურ ქსელში განაცხადეს. “ჰუსეინოვი, რომელიც საქართველოში წინა დღეს ჩამოვიდა, აეროპორტში ქართველმა მებაჟეებმა დააკავეს. ის გააფრთხილეს, რომ ქვეყანაში შესვლის უფლებას არ მისცემდნენ. საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ჩარევის შემდეგ, იბად ჰუსეინოვი გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ იბად ჰუსეინოვი 2026 წლის 23 ოქტომბერს საქართველოში გასამართ ღონისძიებაში მონაწილეობის […]

Continue Reading

ალიევმა და თოყაევმა ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი გახსნეს, რომელმაც აზია და ევროპა საქართველოს გავლით უნდა დააკავშიროს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი გახსნეს, რომელიც კასპიის ზღვის ფსკერზე გადის. ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. გახსნის ცერემონია ბაქოში გაიმართა. საკაბელო ხაზი, რომლის სიგრძე 380 კილომეტრია, ერთმანეთთან ყაზახეთის ქალაქ აქტაუს და აზერბიაჯანის ქალაქ სუმგაითს აკავშირებს. მისი გამტარუნარიანობა წამში 400 ტერაბიტს შეადგენს. აღნიშნული პროექტი აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა „ციფრული აბრეშუმის […]

Continue Reading

ილჰამ ალიევი: “მოგვიწია სომხეთის იძულება მშვიდობის დასამყარებლად… ვინც გვემუქრებოდნენ, რომ ტანკებით ბაქოს დაიკავებდნენ და აქ ჩაის დალევდნენ, ახლა ჩვენს ციხეებში აზერბაიჯანულ ჩაის სვამენ”

2020 წლის სამამულო ომის დროს აზერბაიჯანმა სომხური საოკუპაციო ძალები განდევნა დაკავებული ტერიტორიებიდან და გაათავისუფლა 300-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ბრძოლის ველზე. ამსი შესახებ  აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში, აზიაში ურთიერთქმედებისა და ნდობის აღდგენის ზომების კონფერენციის (CICA) მე-7 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “სამამულო ომში გამარჯვებიდან სამი წლის განმავლობაში, აზერბაიჯანი ცდილობდა თავისი სუვერენიტეტის სრულად აღდგენას მშვიდობიანად, ხოლო […]

Continue Reading

ბაქომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

ბაქომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევის ბრძანების მიხედვით, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიის გადახალისება მოხდება. ბრძანებულების თანახმად, კომისიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უხელმძღვანელებს. მისი მოადგილე სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილე იქნება. კომისიაში ასევე შედიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, […]

Continue Reading

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილმა მსოფლიო პირველობის ფინალში ზედიზედ მეექვსედ იჭიდავა და ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიგო (2022, 2023, 2024, 2026). მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი […]

Continue Reading

აზოვის ზღვაში სატვირთო გემებზე თავდასხმას აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე ემსხვერპლა და სამი დაშავდა

აზოვის ზღვაში ორ სატვირთო გემზე თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე დაიღუპა და სამი დაშავდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „როიტერს“ განუცხადა. ორივე გემზე სულ აზერბაიჯანის 25 მოქალაქე იმყოფებოდა, თუმცა სამინისტროს ცნობით, გემები აზერბაიჯანს არ ეკუთვნის. მანამდე უკრაინამ განაცხადა, რომ მისმა დრონებმა ხუთი გემი მარიუპოლისა და ბერდიანსკის პორტებში, ასევე რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების სანაპირო […]

Continue Reading

110 კილოგრამზე მეტი მარიხუანა ირანიდან საქართველოსკენ – ვინ და სად აღმოაჩინა ტვირთი

აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა ირანიდან საქართველოსკენ მომავალ საზამთროს გადამტან სატვირთო მანქანაში 110 კილოგრამზე მეტი მარიხუანა აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ბელაქანის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საბაჟო კონტროლის შედეგად განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში საზამთროს გადამტანი სატრანსპორტო საშუალება „მაზიმგარას“ საბაჟო პუნქტში სტაციონარული რენტგენის აპარატით შემოწმდა. […]

Continue Reading