დედამ 7 წლის შვილი მოკლა – სად მოხდა შემთხვევა

დღის სიახლეები სამართალი

ბოლნისში დედამ 7 წლის შვილი მოკლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია Aktual ge ავრცელებს.

მათივე ცნობით, 42 წლის ქალმა 7 წლის ბიჭს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა.

გამოცემა წერს, რომ ფაქტის შემდეგ ოჯახის წევრებმა მომხდარის დამალვა სცადეს. გავრცელებული და დაუდასტურებელი ინფორმაციით, დედამ შვილის მოკვლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა და 9 ჭრილობა მიიყენა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *