წელს ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტულმა ნაკადმა, დაახლოებით, 2 მილიონ ადამიანს შეიძლება მიაღწიოს

დღის სიახლეები საზოგადოება

რუსმა ტურისტებმა მომავალი ზაფხულისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში ტურების დაჯავშნა ადრეული დაჯავშნის პროგრამის მეშვეობით დაიწყეს.
ტურისტები 2027 წლის ზაფხულისთვის აფხაზეთში დასვენებას უკვე აქტიურად ჯავშნიან, აცხადებს ტუროპერატორ „ალეანის“ აფხაზეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სერგეი კოსილოვი.

„ხალხი საკმაოდ მზადაა, შეუერთდეს ადრეული დაჯავშნის პროგრამას. ისინი მზად არიან ახლავე დაგეგმონ თავიანთი შვებულება და საჭიროების შემთხვევაში წინასწარ გადაიხადონ ნებისმიერი წინასწარი გადახდა“ – თქვა სერგეი კოსილოვმა.

მან დასძინა, რომ ტურისტები მომავალ წელს ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობის მიმართ დადებითად არიან განწყობილნი.

რადიო „სპუტნიკის“ ცნობით, კოსილოვი მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია იმ სიმშვიდის შენარჩუნება, რომელიც გასული საკურორტო სეზონის ბოლოს კურორტებზე შეინიშნებოდა.

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკის ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, წელს ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტულმა ნაკადმა, დაახლოებით, 2 მილიონ ადამიანს შეიძლება მიაღწიოს.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *