ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლებს გაზრდილი მოთხოვნის გამო, ვაგონები დაემატება

დღის სიახლეები ეკონომიკა

აზერბაიჯანის რკინიგზის ცნობით, გაზრდილი მოთხოვნის გამო, ზაფხულის სეზონზე ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებელს დამატებითი ვაგონები დაემატება.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დღესასწაულებისა და არდადეგების პერიოდში, ბაქოდან 11 ივნისიდან და თბილისიდან 12 ივნისიდან გამავალ მატარებლებს დამატებითი ვაგონები დაემატება, რაც მგზავრთა გადაყვანის გაზრდის საშუალებას იძლევა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა 6 წლიანი პაუზის შემდეგ, 26 მაისს აღდგა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *