გაიაფებას რატომ ელოდებოდით, არ ვიცი – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

დღის სიახლეები ეკონომიკა

სურსათზე ფასების ზრდის ფონზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამტკიცებს, რომ პროდუქტების გაძვირება, მათ შორის, ტრანსპორტირების ხარჯებისა და საწვავის ფასის ზრდით არის განპირობებული. ამის შესახებ “ტვპირველი” იუწყება.

მისი თქმით, ფასების შემცირებას მოკლე ვადაში არავინ უნდა ელოდოს, თუმცა მთავრობა და პარლამენტი შესაბამის მიმართულებებზე მუშაობენ, ხოლო ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბრუნებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს ეროვნული ბანკი კვლავ გამოიყენებს.

“გაიაფებას რატომ ელოდებოდით, არ ვიცი. საკითხზე მუშაობდა კომისია და გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული, თუმცა ერთ თვეში ეს ნამდვილად ვერ მოხდებოდა. გარკვეული მიმართულებით მუშაობს როგორც მთავრობაში შექმნილი ჯგუფი, ასევე პარლამენტის დასკვნა გვაქვს ჩვენ ამასთან დაკავშირებით, თუმცა ის, რომ გარკვეულ პროდუქტებზე არის ფასების ზრდა, ეს მათ შორის ტრასნპორტირების ხარჯების ნაწილით არის გამოწვეული, ვიცით გარკვეული მიზეზები ამისი, მათ შორის საწვავის გაძვირების მიმართულებით. ყურძენი რა თქმა უნდა არ არის შემოსავალი, იმპორტირებულ ყურძენზე ვართ დღეის მდგომარეობით, დღეს ხომ ვერ იქნება ყურძენი ადგილობრივი წარმოების, ამიტომ აუცილებელია ინფლაციის კონტროლი, შესაბამისი ნაბიჯები გადადგმულია უკვე და მე დარწმუნებული ვარ, იმ მეთოდით და ინსტრუმენტებით, რასაც ეროვნული ბანკი ფლობს, იმას კიდევ გააგრძელებს იმ საჭიროებით და იმ დოზით, რაც აუცილებელი იქნება მიზნობრივი ინფლაციის ერთ დონეზე დაბრუნებისთვის, – ამბობს გიორგი კაკაურიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *