უფლებადამცველები ბიძაშვილის, ფატიმა ქერიმოვას მკვლელობაში ბრალდებულის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირებას ითხოვენ – საუბარია თბილისში, ვარკეთილში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე, როცა კაცმა ნათესავი ქალი სასტიკად სცემა და ბალიშით გაგუდა.
ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვინაიდან მკვლელობა საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა და ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნა ქართულმა მხარემ გამოაცხადა, საქმეც ქართულმა სასამართლომ უნდა განიხილოს.
რადგან თურქეთში დაკავებული კაცი, ეროვნებით აზერბაიჯანელია, შესაძლოა, მისი ექსტრადირება ამ ქვეყანამაც მოითხოვოს, მაგრამ როგორც პატარაია აღნიშნავს, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უპირატესობა საქართველოს ენიჭება.
“პრესექსპრესი” რამნდეიმე დღის წინ წერდა, რომ აღჯაბედის რაიონის მცხოვრები ემინ ალიევი, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანელი ფატიმა ქერიმოვას მკვლელობაშია ბრალდებული, დააკავეს.
Oxu.Az-ის ცნობით, მკვლელობის შემდეგ, საქართველოს პოლიციამ ე. ალიევზე ძებნა გამოაცხადა. ის თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს. ინფორმაციის თანახმად, ამჟამად მიმდინარეობს მისი საქართველოში ექსტრადირების სამუშაოები.
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
