რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელგოროდის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ელჩად დანიშნა.
გლადკოვმა თანამდებობა 13 მაისს, გუბერნატორის თანამდებობაზე მისი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა. კრემლმა განაცხადა, რომ გლადკოვმა თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვა.
BBC-სთან საუბარში გლადკოვის ნაცნობმა აღნიშნა, რომ მას თანამდებობის დატოვება „არც კი უფიქრია“.
ვიაჩესლავ გლადკოვი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გუბერნატორი გახდა.
აპრილში, „მედუზამ“ (რომელიც რუსეთში „უცხოელი აგენტების“ რეესტრშია შეტანილი), წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ გლადკოვის აფხაზეთში ელჩად დანიშვნა „ლოგიკური“ იქნებოდა, რადგან ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოს გარემოცვის მხარდაჭერით სარგებლობს, რომლის პასუხისმგებლობის არეალშიც აფხაზეთი შედის.
