„ქართული ოცნება“ არის კორუფციის დიდოსტატთა კრებული, „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც მშვიდობის სახელით ქვეყანას უბედურება მოუტანა, უბედურებაა ის კორუფცია, რა კორუფციაშიც ჩაახრჩო ქვეყანა,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა ლევან სამუშიამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ჩნდება კითხვა, ხომ არ ხდება კლანური ინტერესებიდან გამომდინარე სამართლის გამოყენება ზეწოლისთვის და „ამ კითხვას ის ფაქტი აჩენს, რომ პატიმრობაში მყოფმა ღარიბაშვილმა ახალი ბრალის შესახებ სავარაუდოდ, იცოდა“.
„ჩვენ ვხედავთ დღეს კლანებს შორის დაპირისპირებას და ამ დაპირისპირების შედეგად წამოტივტივდა ის კორუფციული ფაქტები ზედაპირზე, რა კორუფციულ ფაქტებსაც ვხედავთ. სუს-ის უფროსი დაკავებულია იმის გამო, რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ჩემოდნებით თანხა მიჰქონდა, დღეს ვხედავთ და გვეუბნება პროკურატურა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, ყოფილ თავდაცვის მინისტრთან ერთად ჯარს ძარცვავდაო. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ამყოფებს და არის კიდევ მეორე კითხვა, ხომ არ ხდება სამართლის გამოყენება ამ შემთხვევაში კლანური ინტერესებიდან გამომდინარე ზეწოლისთვის, ვინაიდან, საიდან იცოდა მაშინ ღარიბაშვილმა წინასწარ, რომ მას შესაძლოა ბრალი წარდგენოდა? პატიმრობაში მყოფმა ღარიბაშვილმა, საიდან იცოდა ამის შესახებ? ასევე, იყო თუ არა რეალობა წერილთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ის მოყვანილი ფაქტები დღეს უკვე რეალობად იქცა“, – განაცხადა სამუშიამ.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
