მიმდინარე წლის 3 თვეში, სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემია წლიურად15%-ით, ხოლო წმინდა მოგება 19.2%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს.
კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-მარტში, კომპანიების მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 521 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი – 453 მლნ ლარი იყო.
2026 წლის 1-ელ კვარტალში მზღვეველების სადაზღვევო მოგება 94 მილიონი ლარი იყო, 2025 წლის 3 თვეში – 76 მლნ ლარი. ხოლო, წმინდა მოგებამ წელს საანგარიშო პერიოდში 31 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იგივე პერიოდში 26 მლნ ლარი იყო.
როგორც სტატისტიკაშია აღნიშნული, წელს პირველი კვარტალის მდგომარეობით, სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1.802 მლრდ ლარი იყო, 2025 წლის 3 თვეში – 1.675 მლრდ ლარი. წელს იანვარ-მარტში კაპიტალი 528 მილიონ ლარს შეადგენდა, 2025 წლის იგივე პერიოდში 473 მლნ ლარს.
ამავე მონაცემების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-მარტის მდგომარეობით, ყველაზე მეტი სადაზღვევო პრემია მიიზიდა „იმედი L“-მა, რომელსაც მოსდევს „თბს“-ი და „ჯიპიაი“. უფრო კონკრეტულად, მოზიდული პრემიის მიხედვით, კომპანიების ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
„იმედი L“ – 124 მლნ ლარი;
„თიბისი“ – 82 მლნ ლარი;
„ჯიპიაი“ – 70 მლნ ლარი;
„ალდაგი“ – 45 მლნ ლარი;
„ბენეფიტი“ – 44 მლნ ლარი;
„არდი“ – 35 მლნ ლარი;
„ირაო“ – 23 მლნ ლარი;
„სადაზღვევო ჯგუფი“ – 18 მლნ ლარი;
„ნიუ-ვიჟენ“ – 18 მლნ ლარი;
„ვაიზერი“- 17 მლნ ლარი;
რაც შეეხება კომპანიების მიერ ანაზღაურებულ ზარალს, წელს 3 თვეში „ჯიპიაი“ და „თიბისი“ ლიდერობენ. კერძოდ, ანაზღაურებადი ზარალის მიხედვით, ტოპ-10 კომპანია იყო:
„ჯიპიაი“ – 36 მლნ ლარი;
„თიბისი“ – 31 მლნ ლარი;
„ალდაგი“ – 25 მლნ ლარი;
„იმედი L” – 24 მლნ ლარი;
„არდი“ – 17 მლნ ლარი;
„ბენეფიტი“ – 16 მლნ ლარი;
„ირაო“ – 10 მლნ ლარი;
„ვაიზერი“ – 8 მლნ ლარი;
„უნისონი“ – 8 მლნ ლარი;
„ნიუ-ვიჟენ“-ი – 5 მლნ ლარი.
სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის 3 თვეში კომპანიებმა საერთო ჯამში, 200 მლნ ლარის ზარალი აანაზღაურეს.
როგორც მონაცემებშია აღნიშნული, წელს 3 თვეში, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, კომპანიების მიერ სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევიდან მოზიდული პრემია 249.3 მლნ ლარიდან 303.1 მლნ ლარამდე გაიზარდა, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევიდან 85.4 მლნ ლარიდან 93.5 მლნ ლარამდე, სიცოცხლის დაზღვევიდან 32.4 მლნ ლარიდან 40.7 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო ქონების დაზღვევიდან მოზიდული პრემია – 37.4 მლნ ლარიდან 30.6 მლნ ლარამდე შემცირდა.
ცნობისთვის, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით ბაზარზე 19 სადაზღვევო კომპანია იყო რეგისტრირებული, რომლებიც სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას ფლობენ.
bpn.ge
