რას ჰყვება გორელი მამაკაცი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე?

დღის სიახლეები სამართალი

გორის ინციდენტის მონაწილე ლაშა აბი­სო­ნაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ შე­ლა­პა­რა­კე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც სამ­სა­ხუ­რი­დან შეს­ვე­ნე­ბა­ზე გა­მო­სულ მის მე­გო­ბარს, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მან­ქა­ნა და­ე­დევ­ნა.

ლაშა აბი­სო­ნაშ­ვი­ლის თქმით, ის მე­გობ­რის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა ფი­ზი­კუ­რად მა­საც გა­უს­წორ­დნენ.

“მე და ჩემი ძმა­კა­ცი გვცე­მეს მაგ­რად. მან­ქა­ნა “მი­უშ­ვეს“, ამას შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოჰ­ყვა და მაგ­რად სცე­მეს. ვაშ­ვე­ლებ­დი და შემ­დეგ მეც მცე­მეს. 28-29 წლი­საა ჩემი მე­გო­ბა­რი, სამ­სა­ხურ­ში, შეს­ვე­ნე­ბა­ზე იყო გა­სუ­ლი და შემ­დეგ სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ო­და ფე­ხით. ეს სა­უ­ბა­რი იყო: “რა­ტომ მო­მიშ­ვიო [მან­ქა­ნა]“. ჩხუ­ბი რომ და­ი­წყო, შემ­დეგ მი­ვე­დი. მხო­ლოდ ჩვენ ორი ვი­ყა­ვით. არ ვიცი მი­ზე­ზი,[რა­ტომ სცე­მეს]. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მა­ნაც არ იცის. არ ედო ბორ­კი­ლე­ბი [ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას]. მე თავ­ზე, ასე­ვე, ფეხ­ზე მაქვს და­ზი­ა­ნე­ბა. თუ მეც დამ­ნა­შა­ვე ვი­ყა­ვი, რა­ტომ გა­მო­მიშ­ვეს?“ – გა­ნა­ცხა­და ლაშა აბი­სო­ნაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ერთ-ერთ მათ­განს ცივი ია­რა­ღი ჰქონ­და, ლაშა აბი­სო­ნაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულს უარ­ყოფს.

“ჩხუ­ბის შემ­დეგ გა­მიშ­ვეს. ალ­ბათ, პო­ლი­ცი­ა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი ჩემი მე­გო­ბა­რი. ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან ცუ­დად იქ­ნე­ბა. არ მი­ნა­ხავს, ყვე­ლა სცემ­და ვინც მო­ვი­და. თა­ვი­დან თით­ქოს გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა მი­დი­ო­და. ვინც მო­ვი­და, ყვე­ლამ ძალა იხ­მა­რა.

ამ ყვე­ლა­ფერს შემ­თხვე­ვით შე­ვეს­წა­რი. ჩემი და­კა­ვე­ბა არც უნ­დო­დათ, ეს გა­უშ­ვი­თო. სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნეს. მა­გი­ნებ­დნენ…

ჩემს მე­გო­ბარს არას­დროს ჰქო­ნია რა­ი­მე კონ­ფლიქ­ტი. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა თქვა, მან­ქა­ნა მო­მიშ­ვა და ხელი გა­მო­მიქ­ნი­აო. ალ­ბათ, უთხრა, [ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა] რას აკე­თე­ბო. ასე­ვე, მან უთხრა, “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში“ ვმუ­შა­ობ, ად­ვო­კატს და­ვუ­რე­კა­ვო და მა­გა­ზე უფრო გახ­დნენ აგ­რე­სი­უ­ლე­ბი“, – გა­ნა­ცხა­და ლაშა აბი­სო­ნაშ­ვილ­მა “ქარ­თლის ამ­ბებ­თან“.

ცნო­ბის­თვის, გორ­ში, ე.წ. კომ­ბი­ნა­ტის და­სახ­ლე­ბა­ში 2 პირს სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა ჯგუ­ფი ფი­ზი­კუ­რად დღეს გა­უს­წორ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის ამ­სახ­ველ კად­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში “ქარ­თლის ამ­ბე­ბი“ ავ­რცე­ლებს. თა­ვის მხრივ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბით უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

ambebi.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *