არ გადაიხადოთ დეპოზიტი წინასწარ – საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება

დღის სიახლეები პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საელშო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, რომელიც სავიზო დეპოზიტის პროგრამას შეეხება:

“სავიზო დეპოზიტის პროგრამა მუდმივი გახდა ყველა ქვეყანაში, სადაც მოქმედებდა, მათ შორის საქართველოშიც. საქართველოს მოქალაქე ყველა აპლიკანტმა, რომელსაც B1/B2 ვიზა დაუმტკიცდება, უნდა გადაიხადოს $10,000, $15,000 ან $20,000 ოდენობის დეპოზიტი. არ გადაიხადოთ დეპოზიტი წინასწარ. გასაუბრების დროს, საკონსულო ოფიცერი მოგცემთ ინსტრუქციას დეპოზიტის გადახდასთან დაკავშირებით.

გთხოვთ, გახსოვდეთ: სავიზო აპლიკაციების შესახებ ოფიციალური წყარო არის აშშ-ის მთავრობა. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ ვრცელდება აშშ-ის მთავრობის წყაროდან, საჭიროებს გადამოწმებას.

მეტი ინფორმაციისთვის და ხშირად დასულ კითხვებზე პასუხებისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://ge.usembassy.gov/visas/#Bond” – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *