თუ გამოიკვეთება მკურნალობის საჭიროება, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული -ჯანდაცვის მინისტრი ნაცემ მოქალაქეზე

დღის სიახლეები საზოგადოება

გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის შესახებ საუბრისას, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დღეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი კონტროლზეა, ობიექტური მიზეზი არ არსებობს საგანგაშო დასკვნების გამოტანისთვის, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.

მინისტრის თქმით, თუ გამოიკვეთება რაიმე ტიპის მკურნალობის საჭიროება, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული.

“რაკი თვითონ აქვს სურვილი და განწყობა გადიოდეს მკურნალობის დაკვირვებას, გამოკვლევას, ბუნებრივია, დაკმაყოფილებული იქნება როგორც მოითხოვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში მოიხსნება ნებისმიერი საკითხი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. თუ გამოიკვეთება რაიმე მკურნალობის საჭიროება, ბუნებრივია, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული. ამ წუთას არაფერი ისეთი პირი არ უჩანს მკვეთრად გამოხატულ საჭიროებას, რომელიც მოითხოვება პაციენტის მიერ”, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *