თინა ბოკუჩავა “ნაციონალური მოძრაობის” ბოლო პოლიტსაბჭოს არალეგიტიმურად მიიჩნევს

დღის სიახლეები პოლიტიკა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თინა ბოკუჩავა თვლის, რომ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელიც 30 ივლისს ჩატარდა, “არალეგიტიმურია”. 

პოლიტიკოსი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, სხდომას არც ერთი მისი მოადგილე და რეგიონალური ლიდერი არ დასწრებია. 

“პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე იმყოფებოდა 40-მდე ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სხდომა არ იყო უფლება-მოსილი”- თქვა ენმ-ის მოქმედმა ლიდერმა. 

თინა ბოკუჩავას თქმით, მან პარტიის გენერალურ მდივანს, პეტრე ცისკარიშვილს დაუყოვნებლივ სთხოვა, შესაბამისი დოკუმენტები, სხდომის ოქმი და ხელმოწერები გადმოეგზავნა, რაც ბოკუჩავას განცხადებით ამ დრომდე არ მომხდარა. 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭო 130 ადამიანისგან შედგება. იმისთვის, რომ იყოს ქვორუმი და სხდომა უფლება-მოსილი იყოს გადაწყვეტილებების მიღებებად, მათ შორის ყრილობის თარიღის ჩანიშვნა, შესაბამისი დელეგატების განსაზღვრა, ყველა იმ პროცედურის დადგენა, რაც აუცილებელია ყრილობა ყველა წესის და კანონის დაცვით მოწვეული, ამას ძალიან დიდი შედეგები ახლავს თან, რაოდენ ტექნიკურს არ უნდა არქმევდეს ესა თუ ის პირი ყრილობას, ამ ყრილობის შედეგი, შემდგომ სამართლებრივად, უნდა გაფორმდეს და ის, რომ სამართლებრივად უნდა გაფორმდეს, ის უნდა იყოს ლეგიტიმური. თუ არალეგიტიმური პოლიტსაბჭოს სხდომის საფუძველზე ხდება ყრილობის მოწვევა, ეს ძალიან დიდი გამოწვევების საფრთხეების წინაშე აყენებს პარტიას”- თქვა თინა ბოკუჩავამ. 

ამასთან, თინა ბოკუჩავას თქმით, “პეტრე ცისკარიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილისგან მიიღო დავალება, რაც შეიძლება სწარაფად ჩატარებულიყო ყრილობა, იმისთვის, რომ ის ცვლილებები, განხორციელდეს, რაც მას დასახული აქვს”.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო 30 ივლისს გაიმართა – როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პეტრე ცისკარიშვილმა თქვა,  პოლიტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა  5 აგვისტოს ჩატარდება, რომელზეც აირჩევენ პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს.

ენმ-ში აცხადებენ, რომ თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი პარტიას ექვსი თვით, გარდამავალ პერიოდში უხელმძღვანელებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თინა ბოკუჩავა, პოლიტსაბჭოს სხდომას არ დასწრებია. 

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *