“არ შემიძლია, მის დასასრულზე ცხარე ცრემლით არ ვიტირო” – ცოტნე ივანიშვილი ახალგაზრდებს ურჩევს

დღის სიახლეები საზოგადოება

ცოტნე ივანიშვილს სჯერა, აუცილებლად მივაღწევთ, რომ საქართველო იქნება წელში გამართული ქვეყანა და არ იარსებებს ქვეყნიდან წასვლის სურვილი. ამისთვის ფუნდამენტურია სტაბილურობა, მშვიდობა ქვეყანაში.

ცოტნე ივანიშვილმა სიღნაღში, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე მას კითხეს, რატომ ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში უნდა დავრჩნენ ახალგაზრდები და ქვეყანა არ დატოვონ.

ცოტნე ივანიშვილმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ასეთი ტიპის გამოწვევა ნამდვილად არსებობს, პრობლემის გადაჭრა დროს მოითხოვს და ახალგაზრდული ორგანიზაცია ახალგაზრდებს იდეების განხორციელებაში გვერდით დაუდგება.

„მე მგონი, ზოგადად, ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებს. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქართული ფილმია „ფესვები“ და არ შემიძლია, მის დასასრულზე ცხარე ცრემლით არ ვიტირო, იმდენად მართლა კარგად ჩანს, რამდენად ძვირფასია თითოეული ჩვენგანისთვის ჩვენი საყვარელი სამშობლო. სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ თვითონ სიტყვა სამშობლოც სხვა არცერთ ენაზეც კარგად არ ითარგმნება. ეს მშობლიური დატვირთვა, ყოველ შემთხვევაში ინგლისურად, ფრანგულად არ მოსდევს იგივენაირი სიმბოლური სიღრმე, რომელიც თვითონ სიტყვა სამშობლოში ჩანს, ეს პირდაპირი კავშირი მშობელთან“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *