ბოდბეში 12 წლის გოგონა გადავარდა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან

დღის სიახლეები საზოგადოება

ბოდბის მონასტერში, ექსკურსიის დროს, 12 წლის გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და ქვას თავი დაარტყა. ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.

მედია წერს, რომ მოზარდი-სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.

კლინიკის მენეჯერის, ოთარ რუაძის განცხადებით, გოგონას აქვს მსუბუქი დაზიანება, აღენიშნება თავის ტვინის შერყევა და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *