იურისტი ნიკა სიმოშვილი სოციალუირ ქსელში წერს, რომ პატიმრობაში მყოფი პაატა ბურჭულაძის კიდევ 51 ცალი 5000-ლარიანი ჯარიმა ჩაიბარა, რაც, მთლიანობაში, 255 000 ლარს უდრის.
სიმონიშვილის ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ გზის გადაკეტვაზე სულ 142 ჯარიმაა შედგენილი, საერთო ჯამში, 710 000 ლარის ოდენობით.
„ეს ჯარიმები 2-დან 10 ოქტომბრამდე პერიოდშია შედგენილი და პაატას დაკავების შემდეგ, კომუნიკაციის შეზღუდვის გამო, ამ დრომდე ვერ ვახერხებდით მათ ჩაბარებას. შეგახსენებთ, რომ დაკავებამდე საპატრულო პოლიციის შედგენილი 90 ჯარიმა გვქონდა ჩაბარებული და სასამართლოს ერთი დადგენილება. ამას ახალი 51 ჯარიმა დაემატა და გზის გადაკეტვაზე სულ 142 ჯარიმაა მის წინააღმდეგ შედგენილი, 710 000 ლარის ოდენობით ჯამში. ყველა მათგანი გასაჩივრებულია, თვითონ პაატა კი მხნედ გრძნობს კვლავაც თავს და არც ეს ჯარიმები აშინებს“,- წერს ნიკა სიმონიშვილი „ფეისბუქზე“.
ჩვენი გამოწერა შესაძლებელია აქ: “facebooke.com”
