სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე წერს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის გინების გამო, 3000 ლარით დაკარიმეს.
აქტივისტს შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ უჩივლა. ცნობილია, რომ სასამართლო სხდომას მხოლოდ შსს-ს წარმომადგენელი, სალომე ქირია ესწრებოდა.
ქირიას თქმით, ერთი პოსტი, ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე 13 ივნისს განათავსა, რომელიც „გაურკვეველია, ვის მიემართება, მაგრამ აქვს წვრილმანი ხულიგნობის შემადგენლობა“. რაც შეეხება მეორე პოსტს, სალომე ქირიას თქმით, ეს პოსტი სამოქალაქო აქტივისტმა სოციალურ ქსელში 15 ივნისს გამოაქვეყნა, რომლითაც „შეურაცხყოფა მიაყენა ბერა ივანიშვილს“.
ჩვენი გამოწერა შესაძლებელია აქ: “facebooke.com”
