ლეიბორისტულ პარტიაში ყრილობა გაიმართა, სადაც დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე შალვა ნათელაშვილის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ყრილობაზე პარტიის წევრებმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრეს. მათი განცხადებით, საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე დასაბრუნებლად აუცილებელია საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება და საერთაშორისო პარტნიორების უფრო აქტიური ჩართულობა.
ორიგინალურ ფორმატში ვატარებთ ყრილობას, ფეხზე დგომით და ფეხზე ვიდგებით მანამ, სანამ აი, ამ რეჟიმს არ ჩამოვშლით საბოლოოდ და არ გავათავისუფლებთ ქვეყანას. საქართველოს ისტორია 35 წელია იწერება აი, ამ ოფისში, იმ ხალხის გულში, რომელიც საქართველოს სიყვარულმა გააერთიანა და დღემდე მუხლჩაუხრელად იბრძვის, რომ ქვეყანა გადარჩეს. ყველა ოლიგარქი უნდა გაძევდეს, ყველა მილიარდი, რომელიც მათ წაიღეს ჩვენგან, უნდა დაბრუნდეს სახელწიფო ბიუჯეტში და გადანაწილდეს ხალხზე, ქვეყნის ეკონომიკაზე და ამის შემდეგ დაიწყება უვე სახელმწიფო მშენებლობა და ის ეროვნული ევროპული სოციალიზმი, რომლისთვისაც ჩვენ შევიქმენით და რა ისტორიული მისიაც დაგვაკისრა ერმა და ბერმა, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
