დონალდ ტრამპი ნავთობკომპანიებს საწვავის ფასების შემცირებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ნავთობკომპანიებს, რომ ამერიკელი მომხმარებლებისთვის საწვავის ფასები შეამცირონ. ამასთან, ტრამპმა ამერიკული ნავთობკომპანია Chevron-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი მაიკ უირთი გააკრიტიკა. „Chevron-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ უირთმა, შესანიშნავ მარია ბარტირომოსთან ინტერვიუში ისაუბრა ყველა იმ მიზეზზე, რის გამოც მისი კომპანია ასე წარმატებულია. ერთადერთი, რაც მან გამოტოვა, არის ის, რომ ტრამპის ადმინისტრაციის გენიალურობის, […]

Continue Reading

ევროპის ქვეყნები გაქრობისკენ მიმავალ გზაზე არიან – ილონ მასკი

ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა, რომ რეკორდულად დაბალი შობადობის გამო, მსოფლიო ეკონომიკები გაქრობის პირასაა. „ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 21-ში სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს და ეს ქვეყნები გაქრობისკენ მიმავალ გზაზე არიან“ – დაწერა მასკმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი უნდა გაუქმდეს და ცალკეულმა სახელმწიფოებმა უნდა დაიბრუნონ სუვერენიტეტი, რათა მათმა მთავრობებმა უკეთ წარმოადგინონ თავიანთი ხალხი. პოსტში […]

Continue Reading

ეგვიპტეში 5.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

5.6 მაგნიტუდის მიწისძვრა ეგვიპტის ქალაქ სუეციდან ჩრდილოეთით 38 კილომეტრში მოხდა, სიღრმე 10 კილომეტრი იყო. დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ეგვიპტის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ დაზარალებულ პროვინციებში საგანგებო სიტუაციების რეაგირების გეგმა აამოქმედა და მოსახლეობას მოუწოდა, დაზიანებულ შენობებში არ გაჩერდნენ. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ევროკავშირი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე კონტროლს აწესებს

ევროკავშირი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე კონტროლს აწესებს. Politico-ს ცნობით, ევროკომისიაში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი , რომელსაც გლობალური ტექნოლოგიური გიგანტების მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის მოდელების რეგულირება დაევალა. ექსპერტებისა და იურისტებისგან შემდგარი ჯგუფი ზედამხედველობას გაუწევს ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორებიცაა Open AI, Google-ი, Meta და Microsoft-ი. გამოცემის ინფორმაციით, ჯგუფი შეამოწმებს, რამდენად გამჭვირვალეა კომპანიების მიერ გამოყენებული ალგორითმები, ავრცელებენ თუ არა დეზინფორმაციას და […]

Continue Reading

ირანმა ისლამურ ქვეყნებს მოუწოდა გაერთიანებისკენ ისრაელის „პროვოკაციების“ თავიდან ასაცილებლად

ისლამურმა ქვეყნებმა პრაქტიკული ერთიანობა უნდა გამოავლინონ ისრაელის „პროვოკაციული ქმედებების“ თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ ირანის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იბნ რეზამ თურქეთის თავდაცვის მინისტრ გიულერთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ირანელმა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა მუსლიმურ ქვეყნებს შორის საერთო უსაფრთხოების სისტემის შექმნის აუცილებლობას. მინისტრის თქმით, რეგიონში გარე ძალების ყოფნა სიტუაციის დესტაბილიზაციის მთავარი ფაქტორია. გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს […]

Continue Reading

აღმოჩენა, რომელმაც შეიძლება შეცვალოს წარმოდგენა ქრისტიანობის გავრცელების შესახებ

უძველესი ქრისტიანული აღმოჩენა გერმანიაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ვერცხლის ამულეტი, რომელიც დაახლოებით 1800 წლით თარიღდება და რომელმაც შეიძლება შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა ქრისტიანობის გავრცელების შესახებ. აღმოჩენა რომაულ ქალაქ ნიდაში გაკეთდა, რომელიც მდებარეობს მაინის ფრანკფურტთან ახლოს (ჰესენი, გერმანია). კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) გამოყენებით, მეცნიერებმა შეძლეს თხელ ვერცხლის ფოლგაზე ლათინური წარწერის გაშიფვრა. ტექსტი შეიცავს ქრისტიანულ მოწოდებებს, მათ შორის წმინდა ტიტეს მითითებებს […]

Continue Reading

იტალია თითქმის ყველა მსხვილ ქალაქში სიცხის უმაღლეს განგაშის დონეს აცხადებს

იტალია თითქმის ყველა მსხვილ ქალაქში მაღალი ტემპერატურის გამო განგაშის უმაღლეს, „წითელ“ დონეს აცხადებს, რადგან ქვეყანა სიცხის ახალმა ტალღამ მოიცვა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე 19 ქალაქი – მათ შორის დედაქალაქი რომი, მილანი, ვენეცია და ნეაპოლი – უკვე „წითელი განგაშის“ ზონაშია, ორშაბათიდან კი ეს მდგომარეობა ქვეყნის 27 მსხვილი ქალაქიდან 25-ს შეეხება. გამონაკლისებია რეჯო-კალაბრია და მესინა, […]

Continue Reading

“ბალზი როსის“ აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა – დეტალები

კუდრინსკაიას მოედანზე მდებარე რესტორან „ბალზი როსის“ აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. „იზვესტია“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ საავადმყოფოში ორი დაშავებული გარდაიცვალა. 112 იუწყება, რომ ექვსზე მეტი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია და ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. „იზვესტია“ იუწყება, რომ რესტორნის გარშემო კორდონი უკვე მოხსნილია და ადგილზე გამოძიება დასრულებულია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით: 🔸1 აგვისტოს საღამოს, კუდრინსკაიას […]

Continue Reading

შავ ზღვაში დრონის თავდასხმის შედეგად კონტეინერმზიდი „იანინა“ ჩაიძირა

„როსატომის“ ცნობით, შავ ზღვაში დრონის თავდასხმის შედეგად კონტეინერმზიდი „იანინა“ ჩაიძირა. ამის შესახებ „როსატომის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი ლიხაჩოვმა „კომერსანტს“ განუცხადა. „ეს იყო სრულიად ჩვეულებრივი, მშვიდობიანი კონტეინერმზიდი გემი, რომელიც საერთაშორისო წყლებში მიცურავდა და სამოქალაქო ტვირთი გადაჰქონდა – გაყინული საკვებიდან დაწყებული, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალებით დამთავრებული. ასეთი თავდასხმა არ შეიძლება იქნას განმარტებული, როგორც ზღვაში მეკობრეობა და ძარცვა“, – […]

Continue Reading

ამერიკის სავიზო დეპოზიტის მაქსიმალური ოდენობა 20000 დოლარით განისაზღვრება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო დეპოზიტის პროგრამის მოთხოვნებს მუდმივს ხდის, – ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის ფედერალური რეესტრის ცნობით, მოთხოვნები ვრცელდება B1 და B2 ვიზებზე, რომლებიც ბიზნესისა და ტურისტული მოგზაურობისთვის გაიცემა. ფედერალური რეესტრის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ 2025 წელს ამოქმედებული სავიზო დეპოზიტის პროგრამის ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე შეფასებამ უწყებას საკმარისი მონაცემები მიაწოდა, რათა […]

Continue Reading