ეპშტეინის ქსელში გადაბირების ერთ-ერთი მთავარი ადგილი გამოვლინდა

ეპშტეინის ქსელში გადაბირების ერთ-ერთი მთავარი ადგილი გამოვლინდა პოპულარული ფრანგული კურორტი სენ-ტროპე გახდა ერთ-ერთი მთავარი ადგილი გოგონების ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის ქსელში ჩასათრევად. ამის შესახებ ფრანგული გაზეთი Le Monde წერს. გამოცემის ჟურნალისტების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგების თანახმად, სენ-ტროპე საფრანგეთში მეორე დასაყრდენი იყო, სადაც ხდებოდა ქალების გადაბირება „სექსუალური ექსპლუატაციისთვის“ პარიზში, ფოშის გამზირზე მდებარე მისი ბინის შემდეგ. ეპშტეინი […]

Continue Reading

ტრამპი მზადაა ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშეც კი დაასრულოს, თუმცა, WSJ-ის ცნობით, თეირანმა მკვეთრად გაზარდა ჰორმუზის სრუტის გახსნის ფასი

ტრამპი მზადაა ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშეც კი დაასრულოს, თუმცა, WSJ-ის ცნობით, თეირანმა მკვეთრად გაზარდა ჰორმუზის სრუტის გახსნის ფასი. გამოცემის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში ტრამპი სულ უფრო მეტად ფოკუსირებულია არა ახალ ბირთვულ შეთანხმებაზე, არამედ ჰორმუზის სრუტის სრულ გახსნაზე. მან მრჩევლებთან ერთად განიხილა გამარჯვების გამოცხადების და კონფლიქტიდან გამოსვლის ვარიანტი, თუ კომერციული გადაზიდვები აღდგება. თუმცა, ირანმა მაქსიმალისტური […]

Continue Reading

დააკავეს მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოს სახურავზე შავი სამოსით და „ცელით ხელში“ პაციენტებს აშინებდა

უელსში, საავადმყოფოს სახურავზე უჩვეულო სანახაობამ პაციენტები, მათი ახლობლები და სამედიცინო პერსონალი შეაშინა – შენობის თავზე მამაკაცი შავ სამოსში გამოწყობილი, ხელში კი ცელის მსგავსი ნივთით იდგა. პოლიციის ინფორმაციით, 26 წლის ლეონ გილესპი შენობის სახურავზე ავიდა და იქ დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. მას შავი, კაპიუშონიანი სამოსი ეცვა, რის გამოც მისი გარეგნობა „სიკვდილის ანგელოზს“ შეადარეს. ადგილზე პოლიციის რამდენიმე […]

Continue Reading

აშშ-მა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა

აშშ-მა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში. სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მიზანში კრიპტოკომპანიები ამოიღო, რომლებიც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ აფინანსებენ და უკანონო ფინანსებს უწყობენ ხელს. დასანქცირებულ პირთა შორის არის ირანში დაბადებული სიავაშ კაივანპური, რომელსაც დამატებით გააჩნია დომინიკისა და ავღანეთის მოქალაქეობები და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობს. კაივანპური კომპანიების მრავალეროვან […]

Continue Reading

„კალმის ერთი მოსმით“ ტრამპი შვეიცარიას ელიტური სტატუსის ჩამორთმევით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას შვეიცარიასთან აშშ-ის 39 მილიარდი დოლარის სავაჭრო დეფიციტის აღმოფხვრა კალმის ერთი მოსმით შეუძლია, შვეიცარიული საქონლის, მათ შორის საათების იმპორტის დაბლოკვით. მან განაცხადა, რომ ამ თანხების გარეშე შვეიცარია სწრაფად დაკარგავს „ელიტური ქვეყნის“ სტატუსს და სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. ამერიკელმა ლიდერმა ასევე დასძინა, რომ შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში დაბალი საპროცენტო განაკვეთები […]

Continue Reading

ტაილანდში, მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა

ბანგკოკის ჩრდილოეთით, ნონთაბურის პროვინციაში, მოსწავლემ სკოლის კამპუსში ცეცხლი გახსნა. შვიდი ადამიანი დაიღუპა: სამი მასწავლებელი, სამი მოსწავლე და თავდამსხმელი, რომელმაც თავი მოიკლა. დაშავდა 15 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები და პოლიცია მუშაობენ. .გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ბუენოს-აირესში უცხოელებისთვის მიწის გაყიდვის წინააღმდეგ პროტესტი შეტაკებებში გადაიზარდა – მთავრობამ პოზიცია დათმო

არგენტინის დედაქალაქში, კონგრესის შენობის წინ ათასობით ადამიანის მიერ გამართული საპროტესტო აქცია ძალადობრივად გადაიზარდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები ესროლეს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დააკავეს სულ მცირე 10 ადამიანი, დაშავდა სამი პოლიციელი და ორი ჟურნალისტი. ფართოდ გავრცელებული უკმაყოფილების ფონზე, მთავრობამ კანონპროექტიდან ამოიღო საკამათო დებულება, რომელიც არგენტინაში მიწის უცხოელების საკუთრების ლიმიტს […]

Continue Reading

ლაიფციგის აეროპორტში, უკრაინულ თვითმფრინავთან ახლოს, დრონი აღმოაჩინეს, რომელზეც სავარაუდოდ ასაფეთქებელი იყო დამონტაჟებული

გერმანიის ქალაქ ლაიფციგის აეროპორტში, უკრაინულ თვითმფრინავთან ახლოს აღმოაჩინეს დრონი, რომელზეც, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი იყო დამონტაჟებული, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. საქმე ეხება 5 აგვისტოს ღამით ლაიფციგის აეროპორტში ფრენების შეფერხებას, რადგან ასაფრენ ზოლთან საეჭვო საგანი აღმოაჩინეს. გაზეთ „ბილდის“ ცნობით კი, საეჭვო ობიექტი უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის, An-124-ის უშუალო სიახლოვეს ნახეს. რამდენიმე რეისი, მათ შორის ერთი სამგზავრო თვითმფრინავი, სხვა აეროპორტებში […]

Continue Reading

ლაბირინთი პუტინისა და ტრამპის გამოსახულებით სიმინდის ყანაში

გერმანელმა ფერმერმა შექმნა სიმინდის ყანის ლაბირინთი, რომელზეც ტრამპი და პუტინი ბავშვობაში არიან გამოსახულნი. 2009 წლიდან ბენედიქტ ლიუნემანი თავის 20,000 კვადრატული მეტრის მინდორში თემატურ ლაბირინთებს ქმნის. ამჯერად ის პუტინსა და ტრამპს აკრიტიკებს. გარდა იმისა, რომ პოლიტიკოსები ბავშვებად არიან გამოსახულნი და ტრამპს გლობუსის ფორმის ბურთი უჭირავს ხელში, მონაწილეებს შიგნით ვიქტორინაც ელოდებათ. ერთ-ერთი კითხვაა:„რას უნდა დაემორჩილოს ამერიკელი პრეზიდენტი?“ […]

Continue Reading

უკრაინის ომბუდსმენი – რუსეთის აგრესიის გამო საზღვარგარეთ ამჟამად 8.4 მილიონზე მეტი უკრაინელი იმყოფება

უკრაინის სახალხო დამცველის დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, ამჟამად, რუსული აგრესიის გამო, უკრაინის ფარგლებს გარეთ, 8.4 მილიონზე მეტი უკრაინელი იმყოფება. „ჩვენი 8.4 მილიონზე მეტი მოქალაქე ამჟამად უკრაინის ფარგლებს გარეთ იმყოფება“, – აღნიშნა ლუბინეცმა. „ევროსტატის” მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში ამჟამად დროებითი დაცვის სტატუსით უკრაინის 4.38 მილიონი მოქალაქე სარგებლობს. უკრაინელი ლტოლვილების ყველაზე დიდი რაოდენობა მიიღეს გერმანიამ, პოლონეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ. […]

Continue Reading