ჩაქვში მომხდარ სარკინიგზო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ჩაქვში მატარებელმა ახალგაზრდა კაცი იმსხვერპლა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, კაცს ლიანდაგზე ჩაეძინა, რის შემდეგაც მას მატარებელი დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „აჭარა თაიმსს“ განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის […]

Continue Reading

დაკავებულია მძღოლობის კანდიდატი, რომელმაც ფულადი თანხა შესთავაზა გამომცდელს და სთხოვა, გაეგრძელებინა გამოცდა

დააკავეს პირი, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდაზე ჩაიჭრა და გამოცდის გასაგრძელებლად გამომცდელს ფული შესთავაზა – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს: “საქართველოს პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მიმდინარეობის დროს, მძღოლობის კანდიდატმა, რომელმაც მძიმე შეცდომა […]

Continue Reading

საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად მოტყუებით ცხენის ხორცი შეიტანეს – დაკავებულია 2 ადამიანი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს. კერძოდ, საქმე ეხება მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებს. გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიებს – „ბი.ჯი.ემ.1“-სა და ,,ქართული ხორც-პროდუქტების ფერმას“ მოგებული ჰქონდათ ა(ა)იპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანებისა“ და […]

Continue Reading

ვალუტის კურსი 5 აგვისტოსთვის

4 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6239 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.10 თეთრით გამყარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.20 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0219 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.39 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის […]

Continue Reading

ვალენსიაში, ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ბინის ქურდობის, ფულის გათეთრებისა და ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის წევრობის ბრალდებით, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა, ქალაქ ვალენსიაში, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, მეოთხე წევრის დაკავების მიზნით საპოლიციო ღონისძიებები აქტიურად გრძელდება. როგორც სამინისტრო აცხადებს, სპეცოპერაციაში ესპანელ კოლეგებთან ერთად, საქართველოს პოლიციის ატაშე მონაწილეობდა. დაკავებულებს ბრალად ედებათ ბინის ქურდობა, ფულის გათეთრება და ორგანიზებული კრიმინალური […]

Continue Reading

არ გადაიხადოთ დეპოზიტი წინასწარ – საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატების საელშო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, რომელიც სავიზო დეპოზიტის პროგრამას შეეხება: “სავიზო დეპოზიტის პროგრამა მუდმივი გახდა ყველა ქვეყანაში, სადაც მოქმედებდა, მათ შორის საქართველოშიც. საქართველოს მოქალაქე ყველა აპლიკანტმა, რომელსაც B1/B2 ვიზა დაუმტკიცდება, უნდა გადაიხადოს $10,000, $15,000 ან $20,000 ოდენობის დეპოზიტი. არ გადაიხადოთ დეპოზიტი წინასწარ. გასაუბრების დროს, საკონსულო ოფიცერი მოგცემთ ინსტრუქციას დეპოზიტის გადახდასთან დაკავშირებით. გთხოვთ, გახსოვდეთ: […]

Continue Reading

მოქალაქეების ნაწილს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებები საგზაო სამართალდარღვევის ოქმის ვადის ამოწურვის შესახებ – რას აფრთხილებენ მოქალაქეებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით მოქალაქეების ნაწილს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებები – საგზაო სამართალდარღვევის ოქმის ვადის ამოწურვის შესახებ. ამის შესახებ ფეისბუქ გვერდი “ყველაფერი პოლიციის შესახებ” იუწყება. “გაცნობებთ, რომ აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან არ არის გაგზავნილი, მოვუწოდებთ მოქალაქეებს არ შევიდნენ შეცდომაში, არ შეასრულონ შეტყობინებაში მითითებული ინსტრუქცია და არ შეიყვანონ პირადი მონაცემები. აქვე […]

Continue Reading

25 ივლისს, სისტემური ავარიის მიზეზი იყო „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე არსებული ავარია, მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, გამორთვის ინსტრუმენტებმა არ იმუშავა – ნარმანია

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, 25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვა „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია. დავით ნარმანიას თქმით, მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მეორე სისტემური ავარიის მოკვლევა დაიწყო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ტექნიკურად არსებული სისტემის შეფასებას, შესაბამისი ხარვეზების გამოვლენას და მერე უკვე ისეთი ღონისძიებების დაგეგმვას, რომელიც მომავალში, შესაძლო შეფერხებების შემთხვევაში, სისტემის ჩაქრობას […]

Continue Reading

სურსათის სააგენტომ საზამთროსა და ნესვის ნიმუშები გამოიკვლია – საშიშია თუ არა მათი მირთმევა

საზამთროს და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო, სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ბაღჩეულ კულტურებს – საზამთროს და ნესვს, ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს. დღეის მდგომარეობით, მონიტორინგის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია საზამთროს და ნესვის 50 ნიმუში. კვლევის შედეგებით, ნიტრატები კანონმდებლობით დადგენილ ნორმას (საზამთრო-60 მგ.კგ […]

Continue Reading

ვიქტორ ყიფიანი – გვჭირდება ფართო სამოქალაქო თანხმობა სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე და ერთობა სამართლიანი არჩევნებისთვის

ხვალინდელი დღე უნდა იყოს ყველასი – გვჭირდება ფართო სამოქალაქო თანხმობა სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე და ერთობა სამართლიანი არჩევნებისთვის, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია “ჯერ საქართველოს” თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა. მისი თქმით, “ჯერ საქართველოს” გუნდის ხედვით – ის, თუ როგორი უნდა იყოს ქართული სახელმწიფო, პირველ რიგში ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტია. „ეს არ ნიშნავს, რომ კანონმა არ უნდა იკანონოს ან […]

Continue Reading