ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა
მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია სრულად აღდგენილია. ამის შესახებ სახელმწიფო ელექტროსისტემაში განაცხადეს. ცნობისთვის, ელექტროენერგია 24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათიდან გაითიშა როგორც თბილისში, ისე ქვეყნის სხვა რეგიონებში. რაც შეეხება დენის გათიშვის მიზეზს, სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მიაწოდებენ ინფორმაციას. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
Continue Reading