დაკავებულია პირი, რომელიც მშობლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რამდენიმეჯერ გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
ყვარლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახის წევრების მიმართ ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებული მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მშობლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ის ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა მისი […]
Continue Reading