სამწვადეში შელაპარაკება მოუხდა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მყოფ არასრულწლოვანთან, რის შემდეგაც ის მოშორებით გაიყვანა და დანით ჭრილობები მიაყენა – პროკურატურა ხუდადოვზე მომხდარ მკვლელობაზე

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა […]

Continue Reading

არავის საქმე არ არის – “ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმას არ გადახედავს

“ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმას არ გადახედავს – პაპუშვილი ამბობს, რომ არცერთი ქვეყნის საქმე არ არის, თუ კი საქართველოში, შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში რამე ცვლილება მოხდება. მისი თქმით, თუ ამის გამო ევროკავშირის წევრი ქვეყნები ხელისუფლებას გააკრიტიკებენ ეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა იქნება. პაპაუშვილის თქმით, ძალიანაც კარგად შეიძლება პარტიების გაუქმება თუ კი ანტიკონსტიტუციურია პარტია, მას არაფერი […]

Continue Reading

ტრამპმა “რესპუბლიკელებს” დააფიცა, რომ შუალედურ არჩევნებზე მივლენ, თუ არა და ჯოჯოხეთში მოხვდებიან – მედია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, რომელიც შუალედურ არჩევნებს ეხებოდა, დაასრულა დამსწრეებისადმი მოწოდებით, მივიდნენ არჩევნებზე და ამისთვის მათგან ფიციც მიიღო. „გთხოვთ, ასწიოთ მარჯვენა ხელი (და თქვით): მე ვფიცავ შეერთებული შტატების ისტორიაში უდიდეს პრეზიდენტს, რომელიც ისე გვიყვარს, რომ სუნთქვაც კი არ შეგვიძლია, რომ არჩევნებზე ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად წავალ“, – თქვა ტრამპმა ფიცის დადებისას. […]

Continue Reading

ტურისტული ავტობუსი ავარიაში მოყვა – ხუთი ადამიანი დაიღუპა

შვეიცარიაში ტურისტული ავტობუსი ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. ნიდერლანდებიდან შვეიცარიის კანტონ გრაუბუნდენში ტურისტული ავტობუსი გადაბრუნდა. ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. ავარია სუშისა და ზერნეზის სოფლებს შორის მოხდა. ავტობუსში 45 ზრდასრული მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულთაგან სამი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 10 ათასი ქორწინება და 6 ათასი განქორწინება აღირიცხა

იანვარ-ივნისში საქართველოში 10 006 ქორწინება და 6 095 განქორწინება დარეგისტრირდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი დემოგრაფიული მონაცემებიდან ირკვევა. ქორწინებების ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისში აღირიცხა, სადაც წლის პირველ ექვს თვეში 2 993 ქორწინება დარეგისტრირდა. შემდეგ მოდის იმერეთი 1 466 შემთხვევით, ქვემო ქართლი 1 302-ით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 1 144-ით. რაც შეეხება განქორწინებებს, ყველაზე მეტი […]

Continue Reading

“არ ვიცი, ეს პოსტი მივა თუ არა შს მინისტრამდე ან გენპროკურორამდე, რადგან ჩივილის თავი და ნერვები არ მაქვს” – ფეისბუქმომხმარებელი თაღლითური სქემის შესახებ წერს

“ფეისბუქის” მომხმარებელი, რიგითი მოქალაქე თაღლითური სქემის შესახებ წერს, რომლის პოსტსაც უცვლელად გთავაზობთ:“აგერ ჩემი პოსტები, ვერსად პოლიციის საწინააღმდეგო ერთ სიტყვასაც ვერ ნახავთ, პირიქით, მუდამ ქება-დიდება. –მაგრამ მე, 67 წლის კაცს, გუშინწინ ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილებაში დღე დამაწიეს, არ ვუსურვებ არავის! –შუამთის ქუჩა 24-ში მდებარეობს, თუ არ ვცდები. –საქმე რაშია: –ყოფილა ასეთი თაღლითური სქემა და მოგიყვებით, რომ თქვენც […]

Continue Reading

რაც არ უნდა ეცადონ დასავლელები ქართველებში რუსეთის მიმართ სიძულვილის ჩანერგვას, გონიერი ადამიანები ყოველთვის ისტორიული სიმართლის მხარეს დადგებიან – რუსული მედია დილას ისევ ფარცხალაძის კომენტარით იწყებს

საქართველოს მოსახლეობის გონიერი ნაწილი არ დანებებულა დასავლეთის მცდელობებს, ჩაენერგათ რუსეთის მიმართ სიძულვილი; ისინი ყოველთვის რუსეთისა და ისტორიული სიმართლის მხარეს დგანან. ეს მოსაზრება TASS-სთან საუბრისას გეორგიევსკის მოხალისეთა საერთაშორისო რაზმის მეთაურმა, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ გამოთქვა. „რუსეთი ყოველთვის საქართველოს გვერდით იყო ყველაზე რთულ დროს, როდესაც მისი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საკითხი სასწორზე იდგა. და რაც არ უნდა […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 11 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 11 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°;სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°;ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°;ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°;ქუთაისი: უმეტესად […]

Continue Reading

11 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთას აღნიშნავს. ქრისტიანები ამ დღეს მარხულობენ, ტაძრებში კი წირვა-ლოცვა აღევლინება. უფალმა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მიიღო ნათლობის მადლი, ნათლობა სინანულისა, ამიტომ ეწოდა მას „ნათლისმცემელი”. უდიდესი წინასწარმეტყველი, უფლის წინამორბედი, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა მოწამეობრივად თავისკვეთა პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი გალილეის მმართველმა, ჰეროდე ანტიპამ იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩააგდო. […]

Continue Reading

11 სექტემბერს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს, საქართველოს პატრიარქი სამების ტაძარში წირვას აღავლენს

11 სექტემბერს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading