საქართველოს მოსახლეობის გონიერი ნაწილი არ დანებებულა დასავლეთის მცდელობებს, ჩაენერგათ რუსეთის მიმართ სიძულვილი; ისინი ყოველთვის რუსეთისა და ისტორიული სიმართლის მხარეს დგანან. ეს მოსაზრება TASS-სთან საუბრისას გეორგიევსკის მოხალისეთა საერთაშორისო რაზმის მეთაურმა, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ გამოთქვა.
„რუსეთი ყოველთვის საქართველოს გვერდით იყო ყველაზე რთულ დროს, როდესაც მისი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საკითხი სასწორზე იდგა. და რაც არ უნდა ეცადონ დასავლელები დღეს ქართველებში რუსეთის მიმართ სიძულვილის ჩანერგვას, გონიერი ადამიანები – და საქართველოში ბევრია ასეთი – ყოველთვის ისტორიული სიმართლის მხარეს დადგებიან და არა ცრუ დასავლური ნარატივების“, – თქვა მან.
რომანოვ-ფარცხალაძემ ნებაყოფლობით გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში რუსეთის მხარეს. მისი თქმით, საომარი მოქმედებების დაწყებიდანვე, ის და მისი გუნდი აქტიურად ეხმარებოდნენ რუს სამხედრო მოსამსახურეებსა და მშვიდობიან მოსახლეობას დონეცკში, კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებში.
ადრე რომანოვ-ფარცხალაძემ TASS-ს განუცხადა, რომ რუსეთში შეიქმნა საერთაშორისო რაზმი, „გეორგიევსკი“. მისი სახელი, მეთაურის თქმით, დაკავშირებულია 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატთან, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
