პატიმრობა შეეფარდა გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ არასრულწლოვანს
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა გიგა ავალიანის მკვლელობის გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს, გიორგი მალანიას. ეს ბრალი 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სხდომას ესწრებოდა 16 წლის ბრალდებულიც. ის შს მინისტრის ყოფილი მოადგილის მერაბ მალანიას ვაჟია. პროკურატურის ვერსიით, მოზარდის დახმარებით, ალექსანდრე გაბაშვილმა, დემეტრე […]
Continue Reading