24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა

დღის სიახლეები პოლიტიკა

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეა. 

1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს პარლამენტმა 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. 

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, თავდაპირველად, 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ, საბოლოოდ, ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა.

1995 წლის 17 სექტემბერს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 

მას შემდეგ კონსტიტუციაში მრავალი ცვლილება შევიდა. მათგან არსებითი 2010 წლის ცვლილებები იყო, როდესაც შეიცვალა მმართველობის ფორმა და საქართველო ნახევრად საპრეზიდენტო სახელმწიფო გახდა. შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები. იგი აღარ არის მთავრობის მეთაური და მთავრობის ფორმირებაში ფორმალურად იღებს მონაწილეობას.

გაიზარდა პრემიერმინისტრის უფლებამოსილებები. იგი გახდა მთავრობის მეთაური.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *