ტრამპი კობახიძეს წერილს უგზავნის – “მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ”

დონალდ ტრამპმა ირაკლი კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის იუბილეს მილოცვისთვის სამადლობელო წერილი გაუგზავნა. წერილის ტექსტს საქართველოს მთავრობა ავრცელებს. დოკუმენტის გადაცემა დონალდ ტრამპის ოფისმა საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პერსელს სთხოვა. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა ამერიკის დამოუკიდებლობის 250 იუბილეს მოლოცვისთვის. დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ერის დაარსებისა და თავისუფლების, სიმტკიცისა და შეუპოვრობის იმ ურყევი სულისკვეთების ზეიმია, რაც ამერიკელ ხალხს […]

Continue Reading

მურთაზ ზოდელავამ ციხეში ინსულტი ორჯერ გადაიტანა – რას წერს სააკაშვილი, რას პასუხობს ბრალდებას პენიტენციური და “ვივამედი”?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საზმეზე მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, სასწრაფოდ გადაიყვანეს “ვივამედში”: “ჩვენი თანამებრძოლი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი, მურთაზ ზოდელავა სასწრაფოდ გადაიყვანეს “ვივამედში” ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო.გაირკვა, რომ მან ჩემს გვერდით საკანში, ორჯერ გადაიტანა ინსულტი. ის რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ყოველთვის იყო ცნობილი ადგილობრივი ჯალათებისთვის. ციხის […]

Continue Reading

მთავარი ბლეფი არის ის, რომ არჩევნებზე გასვლა ყველას უნდა, მაგრამ ამას ყველა ჩუმ-ჩუმად ცდილობს – ცოტნე კობერიძე

მთავარი ბლეფი არის ის, რომ არჩევნებზე გასვლა ყველას უნდა, მაგრამ ამას ყველა ჩუმ-ჩუმად ცდილობს – მიხეილ სააკაშვილმა კი ყველაზე მეტი ნებელობა გამოიჩინა და აქტიური კამპანია დაიწყო, – აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე. კობერიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ ალიანსს მიდგა და დაშალა“. „მიხეილ სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ 2028 წლის არჩევნებში მთავარი სუბიექტი თვითონ იყოს. ეს გადაწყვეტილება […]

Continue Reading

ივანიშვილს რიყეზე ჩიტის ჩადგმა უნდოდა, რომელიც მთელს ძველ თბილისს დაფარავდა – გიგი უგულავა

თბილსის ყოფილი მერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშივლს რიყეზე გიგანტური ჩიტის ფორმის შენობის ჩადგმა სურდა, რომელიც მთელს ძველ თბილისს დაფარავდა. ამ შენობის ჩადგმაზე “ოცნების” დამფუძნებელს მაშინ უარი უთხრეს. როგორც გიგი უგულავა ამბობს, ივანიშვილსა და მაშინდელ ხელისუფლებას შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ ეს “ჩიტი” გახდა. “ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი […]

Continue Reading

მარნეულში შვილმა მამა მოკლა

მარნეულში შვილმა მამა მოკლა – ამის შესახებ ინფორმაციას Aktual.ge ავრცელებს.  როგორც გამოცემა წერს, სისხლიან ანგარიშსწორებას წინ უძღოდა კამათი და ურთიერთშელაპარაკება.  შემთხვევა რუსთაველის მოხდა.  ადგილზე სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. გამოიწერეთ “პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი

Continue Reading

ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობა იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის, კიდევ ერთხელ ყურადღება გაგვემახვილებინა ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებზე – საგარეო საქმეთა მინისტრი

ამ მინისტერიალში მონაწილეობა იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის, კიდევ ერთხელ ყურადღება გაგვემახვილებინა ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მონაწილეობა შეაფასა. მისივე თქმით, პოლიტიკური ტერორიზმის საერთაშორისო დღის წესრიგში დაყენება მნიშვნელოვანი ინიციატივაა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მხრიდან. „პოლიტიკური ტერორიზმის საერთაშორისო დღის […]

Continue Reading

იერუსალიმის ყოფილ ქართულ მონასტერში აღმოჩენილია უძველესი ქართული ფრესკები

ფეისბუკგვერდი “დედოფალი” საკუთარ გვერდზე ინფორმაციას და ფაოტოს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ იერუსალიმის ყოფილ ქართულ მონასტერში აღმოჩენილია უძველესი ქართული ფრესკები. “პირველად შეიტყობთ ამ აღმოჩენაზე. იერუსალიმის წმინდა ნიკოლოზის ყოფილ ქართულ მონასტერში, ბათქაშის ფენის მოხსნის დროს, აღმოჩენილია უძველესი ქართული ფრესკები. ფრესკები ასახავს წმინდა ნიკოლოზის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდს და საკმაოდ მასშტაბური ზომისაა” – ნათქვამია ინფორმაციაში.ამავე გვერდი ინფორმაციით, წმ. […]

Continue Reading

„ქართულ ოცნებაში“ კარგად იციან, პარტიების აკრძალვას რა ფასი შეიძლება ჰქონდეს მათთვის, დემოკრატიის დასამარებისკენ გადადგმული ნაბიჯი მათი პოლიტიკური სამარისკენ გადადგმული ნაბიჯია – “ლელო”

„ქართულ ოცნებაში“ კარგად იციან, პარტიების აკრძალვას რა ფასი შეიძლება ჰქონდეს მათთვის, დემოკრატიის დასამარებისკენ გადადგმული ნაბიჯი მათი პოლიტიკური სამარისკენ გადადგმული ნაბიჯია, – ასე აფასებს „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც ეხებოდა „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის მოთხოვნით შეტანილ სარჩელს. როგორც სიორიძემ აღნიშნა, რაც არ უნდა მოხდეს, მოვლენათა განვითარების ნებისმიერ სცენარში „ძლიერი საქართველო-ლელო“ […]

Continue Reading

შიმშილობა დაიწყო პატიმარმა, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები გაასაჯაროვა

გიორგი კვიცარიძემ, რომელმაც „ტვ პირველს“ პოლიციის ძალადობის კადრები მიაწოდა, ციხეში შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ პატიმრის დედა, ეთერ კვიცარიძე აცხადებს და ამბობს, რომ მისი შვილის გარდა, მინიმუმ კიდევ ორი პატიმარი შიმშილობს. „შიმშილზე წავიდა. სამნი სხედან სულ საშიმშილო კამერაში, დაკავშირება უნდათ „ტვ პირველთანო“. ისეთ მდგომარეობაშია, მეშინია, რამე არ უქნან და არ დააბრალონ მას, თვითონ ქნაო“, — განუცხადა „ტვ პირველს“ […]

Continue Reading

შესაძლოა, პერიოდულად მძლავრი იყოს აბსურდთან გათანაბრებული ზეწოლები საქართველოზე – მდინარაძე

რაც უფრო მეტად გაზრდის დამოუკიდებლობას ჩვენი ქვეყანა, უნდა ვიცოდეთ, რომ შესაძლოა, პერიოდულად მძლავრი იყოს აბსურდთან გათანაბრებული ზეწოლები საქართველოზე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მდინარაძემ საქართველოს მიმართ რეზოლუციების მიღება მცოცავ ოკუპაციას შეადარა და მას „მხტუნავი პიარ-სვლა“ უწოდა. „გახსოვთ ალბათ, რომ თავის დროზე „ნაცებმა“, რომლებმაც ტერიტორიები რუსებს ჩააბარეს […]

Continue Reading