საფრანგეთმა ხანძრებთან საბრძოლველად სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავების გამოყენება დაიწყო
საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთით ტყის ხანძრებთან საბრძოლველად ექსპერიმენტულად განათავსა A400M სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნესმა BFMTV-ზე განაცხადა. მისი თქმით, თვითმფრინავი აღიჭურვა წყლის ჩამოსაღვრელი კომპლექტით, რომელსაც შეუძლია 20 000 ლიტრი წყლის ჩამოღვრა ხანძრის კერაში, რაც სამი Canadair-ის ტიპის სახანძრო თვითმფრინავის მოცულობას უტოლდება. ნუნესმა განაცხადა, რომ ექსპერიმენტი პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს თანხმობით ჩატარდა […]
Continue Reading