ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცი მოკლეს – პოლიციამ მომხდარზე არასრულწლოვანი დააკავა, რომელიც გადარცვლილის თანასოფლელია.
მოკლულს დაზიანებები ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. ირვევა, რომ სისხლიან ანგარიშსწორებას წინ თანასოფლელებს შორის ურთიერთშელაპარაკება უსწრებდა.
შსს-ც ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”. – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
