მსოფლიოში 100 საუკეთესო ყველის კერძს შორის 10 ქართული მოხვდა

დღის სიახლეები საზოგადოება

„ხაჭაპურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა – ღია ღვეზელი, რომელიც ყველის და კვერცხის ნაზავით არის სავსე“ – ასე მოიხსენიებს პოპულარული Tasteatlas-ი აჭარულ ხაჭაპურს, რომელიც 100 საუკეთესო ყველის კერძს შორის მეორე ადგილზე განთავსდა.

„ხაჭაპურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა – ღია ღვეზელი, რომელიც ყველის და კვერცხის ნაზავით არის სავსე.

ძირი მზადდება საფუარიანი ცომისგან, რომელიც მოგრძო ფორმაშია გახვეული და ტრადიციულად სულგუნით ან იმერული ყველით, ან ორივეს კომბინაციით არის სავსე.

კერძს ზემოდან კვერცხს ასხამენ და შემდეგ ღვეზელს დამატებით აცხობენ, სანამ კვერცხი ბოლომდე არ გამაგრდება.

ეს ნავის ფორმის ღვეზელი აჭარის სანაპირო რეგიონიდან მოდის და როგორც წესი, მას ზემოდან, გამღვალ კარაქის ნაჭერთან ერთად მიირთმევენ“ – წერს Tasteatlas-ი.

აღსანიშნავია, რომ ათეულში მეშვიდე ადგილზე ხაჭაპური იმყოფება, მე-13 და მე16 ადგილებს მეგრული და ფენოვანი ხაჭაპურები, ხოლო 26-ე ადგილს გურული, 34-ე ადგილს იმერული, ხოლო 38 ადგილს – სვანური ხაჭაპური იკავებს, 58-ე პოზიციაზეა ოსური, 69-ზე ნადუღი, ხოლო 82-ზე გებჟალია.

ყველის საუკეთესო კერძების ტოპ-10 ასე გამოიყურება:

  • 1. საგანაკი – საბერძნეთი;
  • 2. აჭარული ხაჭაპური – საქართველო;
  • 3. პროვოლეტა – არგენტინა;
  • 4. სირნიცა – ბოსნია და ჰერცოგოვინა;
  • 5. ფოკაჩა – იტალია;
  • 6. შაჰი პანირი – ინდოეთი;
  • 7. ხაჭაპური – საქართველო;
  • 8. ბანიცა – ბულგარეთი;
  • 9. კასპატცლნი – ავსტრია;
  • 10. ფონდიუ ჟურასიენი – საფრანგეთი.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *